ვლადიმერ ბოჟაძე: - სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო ცდილობს, საპარლამენტო კომისიის საშუალებით კიდევ უფრო მეტი გავლენა მოახდინოს მოქმედ მოსამართლეებზე და ,,ანგარიში მოთხოვოს" ამა თუ იმ საქმეზე, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა და სრულიად მიუღებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
440 20 აპრილი 2023, 12:18

სწორედ ახლა, 2023 წელს, როცა 12 რეკომენდაციის სრულად შესრულებისკენ სულ რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი, როცა ევროკავშირიდან კანდიდატის სტატუსის მიღებაზე დადებითი სიგნალები მოდის, გადაწყვიტა სტრატეგიულმა პარტნიორმა 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლისთვის, ყოველგვარი დასაბუთების და მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე სავიზო შეზღუდვის (სანქციის) დაწესება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საინტერესოა, თუ რატომ ვერ მოახერხა ამერიკის შეერთებული შტატების სალეჩომ 2012 წლამდე სასამართლო სისტემაზე ინფორმაციის მიმოხილვა და სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მიწოდება.
როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, სასამართლო სისტემის რეფორმების ოთხივე ტალღის განხორციელების მთავარი მხარდამჭერი, სწორედ აშშ იყო. გაუმჯობესებული შედეგების მიუხედავად კი, სტრატეგიულმა პარტნიორმა გადაწყვიტა, მოსამართლეებზე გავლენა მოახდინოს და ამა თუ იმ საქმეზე „ანგარიში მოითხოვოს“.

„კელი დეგნანი: ,,ჩვენ ჩავატარეთ მიმოხილვა, შევაგროვეთ ინფორმაცია იქამდე, სანამ ამას ჩავუშვებდით სისტემაში, რომელიც მიდის სახელმწიფო მდივნამდე" ანუ 2012 წლამდე სასამართლო სისტემაზე ვერც ინფორმაცია მიმოიხილეს, ვერც შეაგროვეს და შესაბამისად ვერც სისტემაში ჩაუშვეს! სწორედ ახლა 2023 წელს, როცა 12 რეკომენდაციის სრულად შესრულებისკენ სულ რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი, როცა ევროკავშირიდან კანდიდატის სტატუსის მიღებაზე დადებითი სიგნალები მოდის, გადაწყვიტა სტრატეგიულმა პარტნიორმა 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლისთვის, ყოველგვარი დასაბუთების და მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე სავიზო შეზღუდვის (სანქციის) დაწესება. სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხივე ტალღის განხორციელებისას სწორედ ამერიკა იყო მთავარი ფინანსური და სამართლებრივი მხარდამჭერი, ისევე როგორც 2012 წლამდე მოქმედი მოსამართლეების სისტემაში შენარჩუნების მხარდამჭერი. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით საქართველოს სასამართლო სისტემა არის რადიკალურად შეცვლილი, გახორციელებულმა რეფორმებმა გაათავისუფლა სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან, 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა, გაიზარდა მოსახლეობის ნდობა, მაგრამ მიუხედავად ამ ხელშესახები შედეგებისა რეფორმები უნდა გაგრძელდეს. სამწუხაროდ ამ ფონზე სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო ცდილობს უარყოფითი გავლენა მოახდინოს სასამართლო სისტემაზე და რადგან თავად ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, ახლა ცდილობს რადიკალური ოპოზიციის ხელით ,,შექმნას მტკიცებულები", საპარლამენტო კომისიის საშუალებით კიდევ უფრო მეტი გავლენა მოახდინოს მოქმედ მოსამართლეებზე და ,,ანგარიში მოთხოვოს" ამა თუ იმ საქმეზე, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა და შესაბამისად სრულიად მიუღებელია. თუ ვინმეს, სტრატეგიულ პარტნიორს ან რადიკალურ ოპოზიციას ნამდვილად სურს სასამართლო სისტემის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება მაშინ უარი უნდა თქვან ორმაგ სტანდარტზე, ისაუბრონ მხოლოდ სიმართლე და წარმოადგინონ მტკიცებულები, სხვა შემთხვევაში ეს პროცესი მხოლოდ სასამართლოზე ,,ნაციონალური მოძრაობის" გავლენის დაბრუნების მცდელობა იქნება!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი