ზურაბ ქადაგიძე: 12 პუნქტი, დეპოლარიზაცია და ა.შ. ლირიკაა, რომელიც ადრე მუშაობდა. ჰო და ახლა აღარ მუშაობს, ამიტომაც ჩვენი "კეთილის მსურველები" ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
575 20 აპრილი 2023, 12:20
საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს. 

ქადაგიძის თქმით, თუკი აქამდე საქართველოს "კეთილის მსურველები" კულისებიდან მართავდნენ პროცესებს, ახლა ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ. 

 "მადლობა ქალბატონო დეგნან, რომ ასე ღიად, გახსნილად და თვალნათლივ გვანახებთ პროცესებს. რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, რომ კულისებიდან მიმდინარეობს კონკრეტული რადიკალური დღის წესრიგის შექმნა, ახლა ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ და იმ მოჩვენებით დიპლომატიურ ჩარჩოებსაც გასცდნენ, ჩვენი "კეთილის მსურველები", რასაც ადრე არ იმჩნევდნენ. თუ მანამდე, "ისფედის" გაყალბებულ დათვლებს არ იმჩნევდნენ, თუ გამჭირვალობაზე კანონპროექტს "რუსულად" ლომჯარიას ანათლინებდნენ, ახლა პირდაპირ გამობრძანდა ელჩი და მოგვიწოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა. ანუ, ამერიკის საელჩოში დაიგეგმა კონკრეტული პროცესი, რასაც ორი გათვლა აქვს: 1) სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია. 2) გამარგინალებული მართლმსაჯულების მქონე ქართული სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უპერსპექტივობა. ორივე გათვლა, ერთ მიზანს ემსახურება: პოლარიზაციის ისეთი მასშტაბების მიღწევას, რომლის შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის შანსს მისცემს! P.S. 12 პუნქტი, დეპოლარიზაცია და ა.შ. ლირიკაა, რომელიც ადრე მუშაობდა. ჰო და ახლა აღარ მუშაობს, ამიტომაც ჩვენი "კეთილის მსურველები" ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ. კიდევ ერთი - ეს პროცესი თუ შედეგს არ მოუტანთ, მალე დაიწყება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ვაჭრობა!" - წერს ქადაგიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი