თამარ ჩერგოლეიშვილი - კანდიდატის სტატუსზე უარი რომ გვითხრეს და აქციები გაიმართა, მაგ აქციების მოთხოვნები და მოლოდინებიც ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
590 20 აპრილი 2023, 12:54
გახსოვთ კანდიდატის სტატუსზე უარი რომ გვითხრეს და აქციები გაიმართა? მაგ აქციების მოთხოვნები და მოლოდინებიც ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო. არაფერი საერთო არ ჰქონდა ხალხისგან წამოსულ იმპულსთან, - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

 როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ყველა მონაწილე ჩრდილიდან შედგენილი დღის წესრიგით მოქმედებდა, სცენაზეც ის ხალხი იდგა, ვინც ჩრდილოვანი მმართველისთვის მისაღები იყო. მისივე თქმით, ვინც ჩრდილოვანი მართვა ამხილა, ის “არაკონსენსუალურად” გამოაცხადეს. 

 „გახსოვთ კანდიდატის სტატუსზე უარი რომ გვითხრეს და აქციები გაიმართა? მაგ აქციების მოთხოვნები და მოლოდინებიც ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო. არაფერი საერთო არ ჰქონდა ხალხისგან წამოსულ იმპულსთან. ყველა მონაწილე ჩრდილიდან შედგენილი დღის წესრიგით მოქმედებდა - ვიღაც ნებით, ვიღაც ჩათრევით სცენაზეც ის ხალხი იდგა, ვინც ჩრდილოვანი მმართველისთვის მისაღები იყო. ამიტომ დასრულდა კრახით. ჩემთვის ყველა დისკრედიტირებულია ვინც მაგ პროცესში აქტიურად ჩართული იყო. “ტექნიკური მთავრობა” my ass! პ.ს. ვინც ჩრდილოვანი მართვა ამხილა, ის “არაკონსენსუალურად” გამოაცხადეს,“ - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი