თამარ ჩიბურდანიძე: კელი დეგნანის ცინიზმი ქართველი ხალხის მიმართ ყოველგვარ ზღვარს სცილდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
528 20 აპრილი 2023, 17:05
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციის მიერ საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 მისი თქმით, სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება არგუმენტების გარეშე, ხოლო ამ არგუმენტების ძიებისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნის მცდელობა, სამართლიანობის ყოველგვარ წესებს არღვევს და დასავლეთის მხრიდან ორმაგი სტანდარტების ქონაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. 

 „ამერიკის ელჩის მიერ გაკეთებული კომენტარი ქართველ მოსამართლეებსა და დავით კეზერაშვილის საქმეზე, სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტი ერთი და იმავე საკითხის მიმართ. მისი თქმით, უმაღლესი რანგის, სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის გამოცხადება დამნაშავეებად და ყოველგვარი გამოძიების გარეშე მათთვის სანქციების დაწესება, სამართლიანია, ხოლო BBC-ის საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიერ გაკეთებული, ფაქტებზე დაყრდნობილი მასალები საეჭვოა და გამოძიებას საჭიროებს.

 ქალბატონ ელჩს ქართველი ხალხი რატომღაც მდაბიო აზროვნების ჰგონია და რა ბრძანებებსაც გასცემენ, მოითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც და მოსახლეობაც მათი ბრძანებების უპირობო შემსრულებლები იყვნენ. სწორედ ასეთი დირექტივაა მათი მხრიდან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება გაამართლონ. ბუნებრივია, მათი დირექტივით შექმნილი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ფაქტობრივად მკვლელი რეჟიმის მესვეურები უხელმძღვანელებენ, მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

 მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, როდესაც მართლმსაჯულება მართლაც თვალახვეული იყო, იმდროინდელ უსამართლო სასამართლოზე ამერიკის ელჩების მიერ მსგავსი განცხადებები რატომღაც არ გვახსოვს. დღეს კი, როდესაც შედარებაც კი არ შეიძლება მაშინდელსა და დღევანდელ სისტემას შორის, თურმე სასამართლოს რეფორმა ყოფილა საქართველოში უმთავრესი წინაპირობა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. არადა, რეალურად, თავად საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ქართული სასამართლო მიღწევებით ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს. 

 ამერიკის ელჩს სურს ქართული მართლმსაჯულება დიდ პოლიტიკურ თამაშში გახვიოს და მართვის სადავეები ისევ „ნაცმოძრაობას“ მისცეს ხელში. გამოდის, რომ სააკაშვილის მიერ თავის დროზე ჯიბეში ჩასმული სასამართლო დასავლეთისგან მხარდაჭერილი ყოფილა. ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ღია კომენტარები ამ საკითხზე, ანუ ცინიზმი ქართველი ხალხის მიმართ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი