ანტერ ბაიდენის სავარაუდო კრიმინალური, ფინანსური კავშირების ბოლომდე დადგენას რესპუბლიკელები რომ არ შეეშვებიან, ცხადია. კონგრესმა უკვე გამოითხოვა ბაიდენებისა და მათი ახლობლების საბანკო ტრანზაქციები ფინანსური ინსტიტუტებიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
532 21 აპრილი 2023, 19:11

ენტონი ბლინკენს ურთიერთობა დაეძაბა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ უმრავლესობასთან. საქმე ეხება ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის 2019-ში სახელოსნოში მიტოვებულ ლეპტოპს, რომელშიც უამრავი კომპრომატი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის ირგვლივ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გავრცელებულ ამბავს ეხმიანება.

გავრცელებული წერილზე, თითქოს ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის შესახებ ისტორიები რუსული დეზინფორმაცია იყო, ანალიტიკოსი გია აბაშიძე აღნიშნავს, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტებისადმი მიცემულ ჩვენებაში ნათქვამია, რომ სწორედ ბაიდენის კამპანიის იმდროინდელი მრჩეველი, ენტონი ბლინკენი იყო წერილის სტიმულატორი.

აბაშიძის თქმით, კონგრესმენებმა ბლინკენისგან მოითხოვეს იმ პირების ვინაობის დასახელება, ვისაც დაუკავშირდა კოლექტიური განცხადების შედგენისთვის.

„იმ ფონზე, როცა ელჩი დეგნანი თავხედურად ერევა სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში, მის შეფს, ენტონი ბლინკენს ურთიერთობა დაეძაბა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ უმრავლესობასთან. საქმე ეხება ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის 2019-ში სახელოსნოში მიტოვებულ ლეპტოპს, რომელშიც უამრავი კომპრომატი აღმოაჩინეს. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამბავი გაავრცელა The New York Post-მა, შემდეგ Fox News-მა. რესპუბლიკელებმა თემა აიტაცეს ბაიდენის წინააღმდეგ, მაგრამ ეფექტურად ვერ გამოიყენეს. 2020 წლის ოქტომბერში, დაზვერვის 51-მა ყოფილმა და მოქმედმა ჩინოსანმა გაავრცელეს წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის შესახებ ისტორიები რუსული დეზინფორმაცია იყო.

შარშან, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებამდე, რესპუბლიკელებმა პირობა დადეს, რომ ბოლომდე მიჰყვებოდნენ ჰანტერის ლეპტოპის ზესკანდალსა და მის გარშემო დემოკრატების მიერ ორკესტრირებულ გამართლების ცრუ კამპანიას.

შედეგებიც ნელ-ნელა ზედაპირზე ამოდის. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტებისადმი მიცემულ ჩვენებაში CIA-ს დირექტორის ყოფილმა მოადგილემ მაიკლ მორელმა თქვა, რომ ბაიდენის კამპანიის იმდროინდელი მრჩეველი, ენტონი ბლინკენი იყო 2020 წლის ოქტომბრის წერილის სტიმულატორი.

გუშინ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ ჯორდანმა და დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკ ტერნერმა ერთობლივი წერილი გაუგზავნეს ბლინკენს, რომელშიც აღნიშნულია: აშკარაა, რომ ბაიდენის კამპანიამ აქტიური როლი ითამაშა სპეცსამსახურების ჩინოსანთა საჯარო განცხადების შექმნაში, რამაც გავლენა მოახდინა ჰანტერ ბაიდენის ისტორიის ჩახშობაში და ამერიკის მოქალაქეებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების შეჩერებაში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს...ეს შეთანხმებული ძალისხმევაა ბაიდენის ოჯახის შესახებ სერიოზული ბრალდებების საჯარო გავრცელების მინიმუმამდე დაყვანისა და აღკვეთის მიზნით, რაც სერიოზული ზიანი იყო აშშ-ის ყველა მოქალაქის ინფორმირებულ მონაწილეობისთვის ჩვენს დემოკრატიაში.

კონგრესმენებმა ბლინკენისგან მოითხოვეს იმ პირების ვინაობის დასახელება, ვისაც დაუკავშირდა კოლექტიური განცხადების შედგენისთვის. სახელმწიფო მდივანმა ასევე უნდა წარმოადგინოს ყველა დოკუმენტი, რომელიც ეხება ხსენებულ განცხადებას. ვადაც დაუწესდა - 4 მაისის 17 საათამდე.

მეტიც, აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურის (Internal Revenue Service, IRS) კრიმინალური ზედამხედველობის აგენტმა, რომელიც მოითხოვს საკუთარ დაცვას სპეცპროგრამით, ადვოკატის საშუალებით კონგრესს აცნობა, რომ ჰანტერ ბაიდენის გამოძიება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩარევით არასწორად მიმდინარეობს. მამხილებელი ამტკიცებს ინტერესთა ნათელ კონფლიქტს, პრეზიდენტის ვაჟისთვის უპირატესი მოპყრობის პრაქტიკას და ამბობს, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობს, არ ეყრდნობა გადაწყვეტილებებსა და პროტოკოლებს, რომლებსაც ჩვეულებრივ მიჰყვებიან სამართალდამცავნი მსგავს ვითარებაში. ამ ბრალდებას თეთრი სახლი უარყოფს.

თუმცა, ჰანტერ ბაიდენის სავარაუდო კრიმინალური, ფინანსური კავშირების ბოლომდე დადგენას ჩინეთისა და უკრაინის პოლიტიკურ ელიტებთან რესპუბლიკელები რომ არ შეეშვებიან, ცხადზე ცხადია. კონგრესმა უკვე გამოითხოვა ბაიდენებისა და მათი ახლობლების საბანკო ტრანზაქციები სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან...”- წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი