გია აბაშიძე: არაერთმა არჩევნებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ NDI-სა და IRI-ს გამოკითხვები საქართველოში არასანდოა, მათი მანიპულაციური ეფექტი დიდი ხანია ვადაგასულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
527 03 მაისი 2023, 14:58
„IRI-ს შემდეგ NDI-მაც შემოგვთავაზა მუდმივად რეალობას აცდენილი გამოკითხვა. როგორც ჩანს, ამერიკულ დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებულ NDI-ში მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობას" ხელოვნურადაც ვერ დაეწერება მაღალი რეიტინგი“- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ტრადიციისამებრ, "ქართული ოცნების" რეალურად მაღალი რეიტინგი დამალეს. არაერთმა არჩევნებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ NDI-სა და IRI-ს გამოკითხვები საქართველოში არასანდოა.
„ალთა-ბალთა კვლევები გრძელდება. IRI-ს შემდეგ NDI-მაც შემოგვთავაზა მუდმივად რეალობას აცდენილი გამოკითხვა. როგორც ჩანს, ამერიკულ დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებულ NDI-ში მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობას" ხელოვნურადაც ვერ დაეწერება მაღალი რეიტინგი (5% უბოძეს, ესეც გაბერილი მაჩვენებელია). ამერიკულ რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებული IRI შედარებით გულუხვი იყო ძებნილი კეზერაშვილის ჯიბის პარტიისადმი, 14% დაუწერეს.
ტრადიციისამებრ, "ქართული ოცნების" რეალურად მაღალი რეიტინგი დამალეს. NDI-მ 20% გაიმეტა, IRI-მ - 19%. არაერთმა არჩევნებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ NDI-სა და IRI-ს გამოკითხვები საქართველოში ფარსია, არასანდოა. მათი მანიპულაციური ეფექტი დიდი ხანია ვადაგასულია.“-წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი