დავით ქართველიშვილი: საქართველო ევროპაში იყო, არის და იქნება მიუხედავად იმ „ფორსმაჟორული“ პერიოდებისა, რომლებიც თვით ევროპულ ტრადიციულ და კონსერვატიულ ფასეულობებს არყევდნენ.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
556 04 მაისი 2023, 16:24
საქართველო ევროპაში იყო, არის და იქნება მიუხედავად იმ „ფორსმაჟორული“ პერიოდებისა, რომლებიც თვით ევროპულ ტრადიციულ და კონსერვატიულ ფასეულობებს არყევდნენ. ჩვენ გვაქვს დასნეულებული ევროპისთვის მისი გამოჯანსაღებისთვის მაგალითის მიმცემი ძალა. და ჩვენ ამ მისიის შესასრულებლად მზადაც ვართ და არ ვართ მარტონი - უნგრეთით დაწყებული ევროპა ნელ-ნელა გამოდის თავის მრავალწლიანი ფსევდოლიბერალური ლიტურგიკული ძილიდან...“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალური ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება უკვე არა საქართველოს, არამედ ევროკავშირს დააზარალებს, რადგან ჩვენს ქვეყანას აქვს რესურსი, რომ დასნეულებულ ევროპას მისცეს გამოჯანსაღებისთვის საჭირო ძალა.

„უნგრეთის კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას შეიძლება, ვუწოდოთ აღმსარებლობა. ამ მისიისთვის ღირს ამ ქვეყანაზე მოვლინება და იმისი აღიარებაც, რომ საჭირო დროს და საჭირო ადგილას გქონდა მოღვაწეობის პატივი. ბრავო პრემიერს!
ეს იყო უძველესი და ესოდენ თანამედროვე საქართველოს პრეზენტაცია. ეს იყო განაცხადი, რამ უნდა გადაარჩინოს ევროპა მისთვის დამღუპველი ცრუ თავისუფლების მეტასტაზებისგან. ეს იყო იმ პატარა უძველესი ცივილიზაციის ცოცხალი მაგალითის წარმოდგენა, თუ რა მარადიული მაცხოვრებელი ძალა აქვს რწმენას, თავისუფლებასა და ოჯახს, რომელმაც დღევანდელობამდე მოგვიყვანა დედამიწის ზურგიდან უამრავი ცივილიზაციის გაქრობის ფონზე.
„ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი...“ - ბრავო პრემიერო! მსოფლიოსთვის დღეს მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და ამის ყველაზე მკაფიო და მისაბაძი მაგალითი ბოლო ათი წლის საქართველოა. მიუხედავად ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ არაერთი ძალისხმევისა, საქართველოს ეს მშვიდობა „კბილებით უჭირავს“ და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მტკიცე პოლიტიკის ექსპორტი მოვახდინოთ დენთის სუნში გახვეულ სამყაროში.
ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ტრადიციული საბაზისო ფასეულობების არა განიავება და დახურდავება, არამედ ექსპორტი მოვახდინოთ ევროპაში, რომლის სრულფასოვანი წევრი მხოლოდ ამ ფასეულობებით თუ გავხდებით. თუმცა უკვე ამ ეტაპზე წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის უკვე არა ჩვენი, არამედ ევროპის სირცხვილს წარმოადგენს.
საქართველო ევროპაში იყო, არის და იქნება მიუხედავად იმ „ფორსმაჟორული“ პერიოდებისა, რომლებიც თვით ევროპულ ტრადიციულ და კონსერვატიულ ფასეულობებს არყევდნენ. ჩვენ გვაქვს დასნეულებული ევროპისთვის მისი გამოჯანსაღებისთვის მაგალითის მიმცემი ძალა. და ჩვენ ამ მისიის შესასრულებლად მზადაც ვართ და არ ვართ მარტონი - უნგრეთით დაწყებული ევროპა ნელ-ნელა გამოდის თავის მრავალწლიანი ფსევდოლიბერალური ლიტურგიკული ძილიდან...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი