ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დავით ნებიერიძე: ხელში შეგვრჩა ჩამოშლილი ნაცმოძრაობა და გაწირული მიხეილ სააკაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
480 09 მაისი 2023, 10:40
ცუდ სიზმარში არ დამესიზმრებოდა, რომ არამც თუ ხაბე, თუნდაც პეტრე ასე უტიფრად გადააგდებდა ამომრჩეველსაც და მიშასაც,  -  ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში წერს.
ნებიერიძის თქმით, პეტრე ცისკარიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ არასწორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ამომრჩევლების მოლოდინი, „ვისაც ეგონა, რომ „ხაბეიშვილი რაღაც ფორმას გადაიცვამდა, შევარდებოდა, კედლებს გამოამტვრევდა“ და მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებდა, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტი პოლიტიკური სპეკულაციის საგანი იყო. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებით, შიდა პარტიული გადატრიალება განხორციელდა, რის უკანაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი დგას. „ცუდ სიზმარში არ დამესიზრმებოდა, რომ არამც თუ ხაბე, თუნდაც პეტრე ასე უტიფრად გადააგდებდა ამომრჩეველსაც და მიშასაც. ასეთი გადაგდება ივანიშვილისგანაც არ მახსოვს. არ გამოვა ასე. საარჩევნო დაპირებებს შესრულება უნდა. თუ არა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ გულუბრყვილო ამომრჩევლისგან განსხვავებით დარწმუნებული ვიყავი, რომ თავიდანვე საქმე გვქონდა შიდა პარტიულ გადატრიალებასთან და არა მიშაზე ზრუნვასთან მიშა ამ ხალხისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საგანი იყო. სამწუხაროდ ამ არჩევნებით აღასრულეს ის, რაც ვერ მოახერხეს 2017 წელს ბოკერიას ხელით, როცა მაშინაც შიდა პარტიული შეთქმულების უკან კეზერაშვილი იდგა. ახლა კი ხელში შეგვრჩა ჩამოშლილი ნაცმოძრაობა და გაწირული მიხეილ სააკაშვილი.“ - წერს ნებიერიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი