ვლადიმერ ბოჟაძე: ევროკავშირის მთავარი ხიბლი სწორედ მრავალფეროვნებაშია და ახლა ევროპის სოციალისტური პარტიიდან გარიცხვას თურმე იმიტომ გვიპირებენ, რომ პრემიერი კონსერვატორების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
564 09 მაისი 2023, 16:43

ევროკავშირის მთავარი ხიბლი სწორედ ამ მრავალფეროვნებაში საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაშია და ახლა ევროპის სოციალისტური პარტიიდან (PES ) გარიცხვას თურმე იმიტომ გვიპირებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატორების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, პატრიარქი ილია მეორეს სიტყვები ღმერთი, სამშობლო, ადამიანი ახსენა, ქართულ იდენტობასა და ღირებულებებზე ისაუბრა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროატლანტიკურ არჩევანს უჭერს მხარს, თუმცა, ევროპაში ინტეგრაცია რწმენის, უნიკალური კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებით უნდა მოხდეს.

„როდის მერე გახდა კონსერვატიზმი რეგრესი, როდის მერე აღარ არის პროგრესულ ევროპაში ღმერთის, სამშობლოს და ოჯახის ადგილი? ევროპული ღირებულებები ყოველთვის იყო ქრისტიანული ღირებულებები, ევროკავშირის დროშის 12 ვარსკვლავიც სწორედ ქრისტიანული სიმბოლოებიდან მომდინარეობს. საქართველომ ევროპული არჩევანი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე გააკეთა, ევროატლანტიკური არჩევანი რომლის გამოც რუსეთმა ომი გამოგვიცხადა, დროებით დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები, არჩევანი რომელსაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, თურმე ნიშნავს უარს საკუთარ იდენტობაზე, რწმენაზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, თურმე უარი უნდა ვთქვათ მამულზე, ენაზე, სარწმუნოებაზე. არადა ევროკავშირის მთავარი ხიბლი სწორედ ამ მრავალფეროვნებაში საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაშია და ახლა ევროპის სოციალისტური პარტიიდან (PES ) გარიცხვას თურმე იმიტომ გვიპირებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატორების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, პატრიარქი ილია მეორეს სიტყვები ღმერთი, სამშობლო, ადამიანი ახსენა, ქართულ იდენტობასა და ღირებულებებზე ისაუბრა.
საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ოღონდ ღირსეულად, ჩვენი რწმენის, უნიკალურის კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებით, გავხდებით იმ ოჯახის წევრები რომელიც 1950 წელს 9 მაისს რობერ შუმანის იდეით, ევროპაში ფაშიზმის და ნაციზმის დამარცხების შემდეგ, სწორედ ქრისტიანულ იდეებს და ღირებულებებს ეფუძნებოდა.
(კონსერვატიზმი (ფრანგ. conservatisme, ლათ. conservo — ვინახავ) — კულტურული, სოციალური, ესთეტიკური და პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული ფასეულობებისა და ინსტიტუტების შენარჩუნებას. დასავლურ კულტურაში, კონსერვატიზმი მიზნად ისახავს შეინარჩუნოს ეკლესია, ოჯახი, კონსტიტუციონალიზმი, შეზღუდული მთავრობა, საკუთრების უფლებები)
#წინევროპისკენ
#EuropeanUnion
#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს” - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი