გია აბაშიძე: არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
539 10 მაისი 2023, 12:15

პოლიტიკაში შემოწირულებების მკაცრი მონიტორინგია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს არც საზოგადოებისგან და არც პარლამენტის თავმჯდომარისგან - ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.

როგორც ანალიტიკოსი წერს, არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში.

„არსებული სამართლებრივი ბერკეტებით შესაძლებელია ჭარბი და მეტადრე საეჭვო უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი ქართულ პოლიტიკაში. თანაც ძებნილი დავით კეზერაშვილის სატელევიზიო აღიარებაცაა (პოლიტტექნოლოგია ისე ესმის, როგორც ხაბეიშვილს ინგლისური), რომ ის ოპოზიციისა და ფსევდო-არასამთავრობოების სპონსორია.
პოლიტიკაში შემოწირულებების მკაცრი მონიტორინგია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს არც საზოგადოებისგან და არც პარლამენტის თავმჯდომარისგან.
გასაგებია, რომ რადიკალების დე ფაქტო ლიდერი, ყველაფერში ჩამრევი ელჩი დეგნანი "შეშფოთდება და აღშფოთდება", თუმცა მან კიდევ ერთხელ უნდა გაითვალისწინოს - სუვერენულ საქართველოში კანონის უზენაესობა გვაქვს!“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი