ზაალ ანჯაფარიძე: არ გამოვრიცხავ, რომ აუდიტის მიერ პარტიებში გარედან ჩადებული ფულის გამოვლენის შემთხვევაში, ხმაური ატყდეს და ის ნაცნობი სცენარით „რუსულ გეგმად“ მოინათლოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
533 10 მაისი 2023, 12:19

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ყალბი ორგანიზაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, ამ საკითხით კი, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.

ანჯაფარიძის თქმით, ბოლო დროს შექმნილი პარტიების მაგალითებით აშკარაა, რომ ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ექსპერტი ასევე არ გამორიცხავს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ პარტიების უცხოეთიდან დაფინანსების საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება ოპოზიციის მიერ „რუსულ გეგმად“ მოინათლება.

„ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ოდნავ დაკვირვებული ადამიანიც კი შეამჩნევს, განსაკუთრებით ბოლო დროს შექმნილ პარტიების მაგალითზე. მათი უმეტესობა ნაცმოძრაობის მიერ დაყრილი შვილი-პარტიებია. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ რომ აუდიტის მიერ პარტიებში გარედან ჩადებული ფულის გამოვლენის შემთხვევაში ხმაური ატყდეს და ის ნაცნობი სცენარით "რუსულ გეგმად" მოინათლოს გამომდინარე შედეგებით. ამის მიუხედავად, მომხრე ვარ რომ ამ საკითხს ბოლომდე მოეფინოს ნათელი. იმედია ხვდებით რატომაც. გარედან დაფინანსებაში მხილებული პარტია ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.“ - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი