ზურაბ ქადაგიძე: თუ კი საუკუნეების მანძილზე ერებისა და სახელმწიფოების მართვა ხდებოდა ძალმომრეობით, იარაღის მუქარითა და ფიზიკური ლიკვიდაციის შიშით, ახლა უფრო მარტივი და სტრატეგიული მეთოდი გამოიყენება - "აზროვნების სტერილიზაცია"!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
482 10 მაისი 2023, 13:10
"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ წერილში საინტერესო და უზუსტესი აქცენტებია.
"მართვის სტილი "გათიშე და იბატონე", სრულად აამოქმედეს "გლობალური ომის პარტიის" მესვეურებმა", - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ზურაბ ქადაგიძე.
მისი თქმით, მიმდინარეობს პრივილეგირებული უმცირესობების დომინაცია და აზროვნების ფორმირების მცდელობა. "საინტერესო და უზუსტესი აქცენტებია წერილში. მართვის სტილი "გათიშე და იბატონე", სრულად აამოქმედეს "გლობალური ომის პარტიის" მესვეურებმა. თუ კი საუკუნეების მანძილზე ერებისა და სახელმწიფოების მართვა ხდებოდა ძალმომრეობით, იარაღის მუქარითა და ფიზიკური ლიკვიდაციის შიშით, ახლა უფრო მარტივი და სტრატეგიული მეთოდი გამოიყენება-"აზროვნების სტერილიზაცია"! ადამიანის უფლებების, პროგრესის, ჰუმანიზმის, პლურალიზმის, რელიგიური თავისუფლების, სიტყვის გამოხატვის, დემოკრატიის სახელით მანიპულაცია, პრივილეგირებული უმცირესობების დომინაცია და აზროვნების ფორმირების მცდელობა. გენდერული თეორიები, "ლგბტ" პროპაგანდა, რელიგიური თავისუფლების ქარტიები, ადამიანის უფლებების დეკლარაციები, სინამდვილეში არც უფლებრივ და არც სამართლებრივ საკითხს ემსახურება, გათვლილია მხოლოდ ერთი რამის, ადამიანის გონებრივი სტერილიზაციისათვის, რათა მარტივად მოხდეს აზროვნების მართვა. ის ე.წ. "პერფორმანსი", რაც ევროპაში ქრისტეს არასწორი ორიენტაციის დემონსტრირებით მოახდინეს, ჩვეულებრივი ძალადობაა ქრისტიანული ღირებულებების წინააღმდეგ. ევროპული საზოგადოებების ყველაზე ძლიერი ტრადიციული საყრდენი ხომ სწორედ ქრისტიანობაა? ჰო და ამიტომაც მიმდინარეობს ასეთი, მიზანმიმართული შტურმი,რათა მაქსიმალურად განიდევნოს ადამიანის გონებიდან ტრადიცია, ღირებულება და ღვთისმოსაობა. სრულად უნდა გაირეცხოს ადამიანის გონება და ისეთი სტერილური გახდეს აზროვნება,რომ ნებისმიერი სასურველი "ნარატივისათვის" მოწყვლადი აღმონდეს! P.S. ასეთ სიტუაციაში, ქართულმა საზოგადოებამ მაქსიმალური სიფხიზლე უნდა გამოავლინოს ნებისმიერი, გარედან თავსმოხვეული "ნარატივების" მიმართ", - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი