ზურაბ ქადაგიძე: ან ნეოლიბერალური ფაშიზმი, ან კონსერვატიული ფასეულობები, 2024 წელს ნეიტრალური პოზიცია ფონს ვერ გავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
530 10 მაისი 2023, 15:01

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში იმ გამოწვევების შესახებ წერს, რის წინაშეც 2024 წლის არჩევნებზე საზოგადოება დადგება.

ანალიტიკოსის თქმით, 2024 წელს ნეიტრალური პოზიცია ფონს ვერ გავა.

„2024 წელს საქართველოს უნიკალური შანსი ეძლევა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.

გეოპოლიტიკურად ფეთქებადსაშიშმა და არასტაბილურმა პროცესებმა პირდაპირი ასახვა პოვა ქართულ პოლიტიკაზე. რაოდენ სახიფათო და არასახარბიელო ვითარებასაც არ უნდა ქმნიდეს გლობალური პოლიტკონიუნქტურა, შესაძლებელია ამის საინტერესო მხრიდან დანახვა და სუბიექტური გამოყენება.

მას შემდეგ, რაც ნეოლიბერალურმა ფაშიზმმა თავი გამოავლინა მსოფლიო მასშტაბით და ღია დაპირისპირებაში შევიდა ტრადიციული, ეროვნული ფასეულობების მქონე საზოგადოებებთან, ფაქტობრივად, „რუბიკონი“ გადალახულია, პროცესი კი - აჩქარებული და ახლა, მხოლოდ დროის საკითხია ვინ დარჩება დომინანტად - ნეოლიბერალიზმი თუ ეროვნული ინტერესების გამტარებელი იდეოლოგია?!

შესაბამისად, საქართველოშიც ანალოგიური პროცესია:

ერთ მხარესაა ნეოლიბერალური საზოგადოება, რომელიც სრულად დაქვემდებარებულია მსოფლიო პოლიტკონიუნქტურას, ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მომავალს მხოლოდ საგარეო აქტორების ხელში ხედავს და შიდა განწყობებს, სამოქალაქო ინტერესებსა და ხალხის ნებელობას არ აღიარებს!

ხოლო, მეორე მხარესაა: ეროვნული ინტერესები, მშვიდობის პოლიტიკა, ქრისტიანული ღირებულებები, დემოკრატიული შეხედულებები, საკუთარი იდენტობის სუვერენიტეტის დაცვის მცდელობა და ყველა თავსმოხვეული, ხელოვნურად მართული პროცესების მიუღებლობა, რაც გარედანაა შემოთავაზებული.

ამიტომაც, 2024 წელს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, რომ პოლიტიკური ცხოვრება სწორი ორიენტირებით დაიწყოს.

ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეს 30-წლიანი „მოჯადოებული წრიდან“, პოლიტიკური პროცესები, ეროვნული თანხმობის მქონე უმრავლესობის გადაწყვეტილებებით მართოს და არა - პრივილეგირებული „გავლენის ბენეფიციარების“ დავალებებით.

ასე რომ, 2024 წელს ნეიტრალური პოზიცია ვერ გავა ფონს.

არჩევანი მარტივია - ნეოლიბერალური ფაშიზმი, უმცირესობების დომინაცია და გარედან მართული პოლიტ-ელიტა, ან -კონსერვატიული ფასეულობები, დემოკრატიული მართვის პრინციპი და ეროვნული ინტერესების პოლიტიკა.

P.S. 2024 წლის შემოდგომა, ახალი პარლამენტისა და პრეზიდენტის საშუალებას იძლევა.

ეს მომენტი ეგზისტენციალურია, მეორე შანსი შეიძლება აღარც იყოს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი