ზაალ ანჯაფარიძე- გაეცა პასუხი ყველა კითხვას. მართლაც და, რა გესაქმება იმათთან, ვინც გიბრძანებს იქ არ წახვიდე, ეს არ თქვა და იმას ხელი არ ჩამოართვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
608 11 მაისი 2023, 16:01
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" "ევროპის სოციალისტურ პარტიას" ტოვებს.
ანალიტიკოსის თქმით, ყველა კითხვას გაეცა პასუხი.
„დღეს "ოცნების" ბრიფინგზე მგონი გაეცა პასუხი ყველა კითხვას უვიზო რეჟიმთან, პირდაპირ ავიამიმოსვლასთან და ევროპის სოციალისტურ პარტიაში დარჩენა/არდარჩენასთან დაკავშირებულ საკითხებს. მართლაც და, რა გესაქმება იმათთან, ვინც გიბრძანებს იქ არ წახვიდე, ეს არ თქვა და იმას ხელი არ ჩამოართვა. რას გააპროტესტებს აწი ოპოზიცია? დაწერონ ერთობლივი უსტარი პუტინის სახელზე (ეხერხებათ დაფაზე ხელმოწერები - ნიკა გვარამიამ ასწავლათ!) ან წავიდნენ რუსეთის საელჩოს სექციასთან ან ლარსის გამშვებ პუნქტზე (კარგი ამინდია არ შესცივდებათ) და გააპროტესტონ იქ. დაწვეს ტრასაზე ხოშტარია ან შეახტეს რუსულ მანქანებს და არ შემოუშვას (ესეც ეხერხება!). მოკლედ, საქმე მიეცათ და რომ იტყვიან Go Ahead ან Поехали!“- წერს ზაალ ანჯაფარიძე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი