2019 წელს რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების გაუქმებას გმობდნენ, პუტინს მოუწოდებდნენ აღედინა ფრენები, როცა რუსეთის მიერ დაწესებული სანქცია 4 წლის მერე თავად რუსეთმა გააუქმა, ფრენების აღდგენას გმობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
658 12 მაისი 2023, 16:34
2019 წელს რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების გაუქმებას გმობდნენ, პუტინს მოუწოდებდნენ აღედინა ფრენები და როცა რუსეთის მიერ დაწესებული სანქცია 4 წლის მერე თავად რუსეთმა გააუქმა, ახლა ფრენების აღდგენას გმობენ და ,,ქართულ ოცნებას" გვსაყვედურობენ? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე წერს.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, როცა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს 2010 ნაწილობრივ და 2012 წელს სრულად, ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი მიხეილ სააკაშვილმა ხმა არავის ამოუღია, ანუ სააკაშვილის ღალატზე ყველა ჩუმად იყო და პუტინის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე ,,ქართულ ოცნებას" სთხოვენ პასუხს.

აქვე ბოჟაძე აღნიშავს, რომ ევროკავშირი და აშშ აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გახდა პრობლემა? 

„რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას სერიოზული გამოხმაურება მოყვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რადიკალური ოპოზიციის, მათი მართვადი მედიის და ენჯეობის მხრიდან, თუმცა როცა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს 2010 ნაწილობრივ და 2012 წელს სრულად, ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი მიხეილ სააკაშვილმა ხმა არავის ამოუღია, ანუ სააკაშვილის ღალატზე ყველა ჩუმად იყო და პუტინის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე ,,ქართულ ოცნებას" სთხოვენ პასუხს? 2019 წელს რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების გაუქმებას გმობდნენ, პუტინს მოუწოდებდნენ აღედინა ფრენები და როცა რუსეთის მიერ დაწესებული სანქცია 4 წლის მერე თავად რუსეთმა გააუქმა, ახლა ფრენების აღდგენას გმობენ და ,,ქართულ ოცნებას" გვსაყვედურობენ?
ევროკავშირი აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, 2022 წელს სავაჭრო ბრუნვა 2.3%-ით, 5.9 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 258.7 მილიარდი ევრო (275 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა ანუ ევროკავშირი საშუალოდ 4 დღის განმავლობაში იმაზე მეტს ვაჭრობს რუსეთთან, ვიდრე საქართველო 365 დღის/1 წლის განმავლობაში! 
ამერიკაც აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ბრუნვა 16.2 მილიარდი დოლარია და ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გახდა პრობლემა? 
ჩვენი 0.3% ,,აძლიერებს" რუსეთს და ევროკავშირის 32% ან ამერიკის 2% ,,ასუსტებს"? 
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, არასდროს ყოფილა ჩვენი სახელმწიფო ასეთი ეროვნული, სუვერენული და დამოუკიდებელი, ,,ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს"-ო ილიასეული ფრაზა სწორედ ახლა ხდება რეალური და ამ გზას აუცილებლად გავაგრძელებთ, გავაგრძელებთ ჩვენი მეგორების დახმარებით, ჩვენი გარე და შიგა მტრების ჯინაზე!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი