ლევან ნიკოლეიშვილი “მაკდონალდსის” მიერ გამოკრულ ბანერებზე: ეს არის ბინძური ტყუილი, კამპანიის დამგეგმავებმა და შემსრულებლებმა სათანადო პასუხი უნდა აგონ ამ ტყუილის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
634 19 მაისი 2023, 11:14
თემურ ჭყონია და მისი "მაკდონალდსი" უბინძურეს კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის მასშტაბით. გამოაკრეს ბანერები და ხალხს ატყუებენ, თითქოს ქვეყანაში 235 000 ბავშვიანი ოჯახი შიმშილობს! - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თემურ ჭყონიას კომპანიის მიერ გამოკრულ ბანერზე იმ ოჯახების ციფრია დატანილი, რომელთაც მთავრობის მიერ გატარებული კარგი სოციალური პოლიტიკის შედეგად, 200 ლარიანი დახმარება ეძლევათ. ექსპერტის განმარტებით, სიღარიბე და სოციალური დახმარების მიღება სხვადასხვა ცნებაა, რაც ჭყონიამ კარგად იცის, თუმცა, მან და „მაკდონალდსმა“ ბინძური კამპანიის დაგეგმვასა და შესრულებაზე უარი მაინც არ თქვეს.

„თემურ ჭყონია და მისი "მაკდონალდსი" უბინძურეს კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის მასშტაბით. გამოაკრეს ბანერები და ხალხს ატყუებენ, თითქოს ქვეყანაში 235 000 ბავშვიანი ოჯახი შიმშილობს!

ეს არის ბინძური ტყუილი და ამ კამპანიის დამგეგმავებმა და შემსრულებლებმა სათანადო პასუხი უნდა აგონ ამ ტყუილის გამო.

რეალურად ჭყონია და მისი კომპანია ასახელებენ რიცხვს, რომელსაც საქართველოს მთავრობის ძალიან კარგი სოციალური პოლიტიკის შედეგად ( რაც დაადასტურა მსოფლიო ბანკმა ) ეძლევათ 200 ლარიანი დახმარება, რაც საერთოდ არ ნიშნავს, რომ ეს ოჯახები სიღარიბეში ცხოვრობენ!

სიღარიბე და სოც დახმარების მიმღები სხვადასხვა ცნებაა, რაც ჭყონიამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ ბინძური კამპანიის დაგეგმვა / აღსრულებაზე უარი მაინც არ თქვა! დაბოლოს, 2012 წლის შემდეგ საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს - აი ჭყონიას რა მიზანი ამოძრავებს, ამას იმედია მალე გავიგებთ.“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი