ზურაბ ქადაგიძე: სამწუხაროა, რომ საქართველო „საჯილდაო ქვად“ უფრო საინტერესოა გლობალური პოლიტიკური კონიუნქტურისათვის,, ვიდრე რეალურ პარტნიორად და თანასწორუფლებიან აქტორად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
575 22 მაისი 2023, 00:04
„დიახ, ყველაზე დიდი ანტიევროპული განწყობები ზუსტად ასეთი ორმაგი სტანდარტებით საზრდოობს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაძე წერს, რომელიც დევიდ კრამერის განცხადებას გამოეხმაურა. 

 როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სტრატეგიული პარტნიორისგან ასეთი განცხადებები ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შექმნას და ეს ქმედებები მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.  

 „რუსული პროვოკაცია და ოკუპაცია ახალი არ არის. ვიცით და წლებია საკუთარ თავზე არაერთხელ ვიწვნიეთ, თუმცა რას აკეთებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები? ევროკავშირი ინსინუაციურ რეზოლუციებს იღებს და უსამართლოდ იქცევა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ჩვენ ქვეყანას პრინციპული დამოკიდებულება...  და ბაიდენის ადმინისტრაცია? - თუ კი ვინმე რადიკალი, ექსტრემისტი და საბოტაჟზე ორიენტირებული ორგანიზაცია, პარტია და ჯგუფია, ყველა შეიფარა, მხარში ამოუდგა და ახალისებს რადიკალების მხრიდან ანტიქართულ კამპანიას...  დიახ, ყველაზე დიდი ანტიევროპული განწყობები ზუსტად ასეთი ორმაგი სტანდარტებით საზრდოობს, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი, საფრთხეების პრევენციის მაგივრად, პოლარიზაციას და სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უწყობს ხელს!  თუ კი ხედავთ რუსულ პროვოკაციას, ამ გადაწყვეტილებაში, ორი აქტით შეგიძლიათ გაანეიტრალოთ:  1. სასწრაფოდ გადაწყვიტეთ ამერიკა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის საკითხი...  2.მოუწოდეთ ევრო დეპუტაციას, სასწრაფოდ დაიწყოს საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების საკითხზე პროცედურები...  მაგრამ, სამწუხარო ის არის რომ საქართველო „საჯილდაო ქვად“ უფრო საინტერესოა გლობალური პოლიტიკური კონიუნქტურისათვის, ვიდრე რეალურ პარტნიორად და თანასწორუფლებიან აქტორად“, - წერს Facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი