თამარ ჩერგოლეიშვილი რომ დაუწყებს ქართველ საზოგადოებას დამუნათებას და ლექციების კითხვას, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მათ ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
486 22 მაისი 2023, 13:28
თამარ ჩერგოლეიშვილი რომ დაუწყებს ქართველ საზოგადოებას დამუნათებას და ლექციების კითხვას ეს უკვე არის იმის მკაფიო ნიშანი, რომ მათ ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს, - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ საზღვარგარეთ გამგზავრების და სწავლის უფლება, ვინაიდან „მათი მშობლები სხვა ქართველ ბავშვებს რუსეთისთვის წირავენ“.

ანჯაფარიძის თქმით, მსგავსი განცხადებები ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ აკლდება ოპოზიციას რეიტინგი, რასაც კვლევებიც ადასტურებს. მიუხედავად ამისა, ექსპერტის შეფასებით, ოპოზიციას არც უნდა და არც შეუძლია ქცევის წესების შეცვლა, რასაც ჩერგოლეიშვილის აღნიშნული პოსტიც მოწმობს.

„რადიკალურ ოპოზიციას სწყინს და უკვირს, რომ წლითიწლობით ელექტორატი ხელიდან ეცლებათ, რასაც მათი მეგობარი ორგანიზაციების გამოკითხვებიც ადასტურებენ. თუმცა, არ უნდათ და ალბათ არც შეუძლიათ რამე შეცვალონ თავიან  ზარალიან ქცევის წესებში.

თამარ ჩერგოლეიშვილი რომ დაუწყებს ქართველ საზოგადოებას დამუნათებას და ლექციების კითხვას ეს უკვე არის იმის მკაფიო ნიშანი, რომ მათ ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს.“ - წერს ანჯაფარიძე  Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი