დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: მე მათ ქართველებს ვერ ვეძახი, ისინი თავისი პოლიტიკური მრწამსითაც დე ფაქტო უკრაინის მოქალაქეები არიან როგორც მინიმუმ, მათში ქართული არაფერი არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
715 22 მაისი 2023, 19:21

ალბათ, 26-საუკუნოვანი ქართულ-ებრაული მეგობრობის ფაქტი იყო გათვალისწინებული. რა იცოდნენ, ამასობაში საქართველოში დაიბადებოდა და აღმოცენდებოდა ეს მავნებლობა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ ისაუბრა და ყვარელში გამართულ აქციას გამოეხმაურა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის მხრიდან ცრუ ნარატივის გავრცელება ისახავდა ერთადერთ მიზანს, რომ ქვეყანაში დაწყებულიყო გამოსვლები და არეულობა.

„მოდი ამით დავიწყებ - ამ წყვილიდან არცერთი არაა ეთნიკურად რუსი (რადგან სამწუხაროდ, ქსენოფობიაზე ვსაუბრობთ). ერთი ეთნიკურად არის ებრაელი (ისრაელში დაბადებული, იქაური მოქალაქე), რომელსაც ულამაზესი მეუღლე ჰყავს ყაზანელი თათარი (არც ისაა რუსი). წარმოიდგინეთ, როდესაც არჩევდნენ ეს მნიშვნელოვანი თარიღი - ქორწილი სად ჩაეტარებინათ, ალბათ უყვებოდა მომავალი ქმარი მომავალ მეუღლეს, რომ არის საქართველო, 26 საუკუნე ქართველები ებრაელებს ხელისგულზე ატარებდნენ, სადაც არ იყო დაფიქსირებული არცერთი ფაქტი ებრაელების დევნის, ანტისემიტიზმის და ა.შ. არის ასეთი ლამაზი, კარგი, საინტერესო ქვეყანა და მოდი იქ გადავიხადოთ ქორწილიო. ქორწილის გადახდის პრობლემა ამ წყვილს (თავისი ცხოვრების ძირითადი ნაწილი ამერიკაში და ბრიტანეთში გაატარეს) ფინანსური თვალსაზრისით არ ჰქონდა. ალბათ 26-საუკუნოვანი ქართულ- ებრაული მეგობრობის ფაქტი იყო გათვალისწინებული. რა იცოდნენ, ამასობაში საქართველოში დაიბადებოდა და აღმოცენდებოდა ეს მავნებლობა , რომლებსაც მე ქართველებს ვერ ვეძახი. ისინი თავისი პოლიტიკური მრწამსითაც დე ფაქტო უკრაინის მოქალაქეები არიან როგორც მინიმუმ, მათში ქართული არაფერი არ არის. უკვე ისეთ წერტილებს ურტყამენ, რომელიც საქართველოსთვის დამახასიათებელი არასდროს არ იყო. თქვენ გსმენიათ, თუნდაც ანწუხელიძის ოჯახის წევრების მხრიდან ასეთი წუხილი? როდესაც მათ მეუღლეს და მამას აწამებდნენ, ორი რეგიონის გუბერნატორი (ერთი სამეგრელოში, მეორე შიდა ქართლში) მძღოლებად მუშაობდნენ რუს გენერლებთან, რომლებმაც ანწუხელიძის სიკვდილზე გასცეს ბრძანება. გოროზია იყო იყო გენერალ ჩაბანის, ხოლო ვარძელაშვილი - იყო გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი. ეს როგორ უნდა იკადრო? გავიხსენებ სელიმ ხიმშიაშვილს, რომელმაც საქართველოს სიყვარულის გულისთვის ერთმორწმუნე თურქებს თავი მოაკვეთინა. მხოლოდ იმისთვის რომ ქართველად დარჩენილიყო. ესენი ქართველები არიან? ბოკუჩავა მისტირის უკრაინის ომს, საქართველოში განვითარებული ტრაგედია და ოკუპაცია მისთვის სხვა მოცემულობაა. ამ ყველაფრის სტიგმატიზაცია და ახალგაზრდების ტვინში ახალი ფილოსოფიის დანერგვა მიდის ფართო მასშტაბით მთელი რიგი მიმართულებით. ამ ახალგაზრდებს მშობლები ხომ ჰყავს? ბებიები, ბაბუები, როგორ შეიძლება სამი თაობა ზედიზედ უცებ გენმოდიფიცირდეს? იმ ორი თაობის დონეზე მაინც ხომ შემორჩა რამე ქართველობის, ეროვნულობის. საქართველო ხომ არის მათთვის მნიშვნელოვანი, ღირებული, რატომ უყურებენ ასე გულგრილად? ნუ გადააბრალებენ ყველაფერს განათლების სფეროს (გასაგებია, დიდი ხარვეზები და პრობლემები აქვს), მაგრამ ოჯახში ხომ შეიძლება სიმართლე ილაპარაკონ ან შეაჩერონ საკუთარი შვილი, დატუქსონ თუნდაც, თუ კი სისულელეს ლაპარაკობს, თუ კი ის ლუციფერის გზას დაადგა უფლისკენ მოაბრუნონ ცოტა. შემოულაწუნონ საკუთარ შვილს იმიტომ, რომ ისინი კარგავენ საკუთარ შვილს, ჩვენ ვკარგავთ თაობას“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი