დავით ქართველიშვილი: ჩვენ საქართველოს მშვიდობიანად მივიყვანთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებისაკენ, ეს აუცილებლად ასრულდება, ვერც ერთი ფადი ასლი და ლომჯარია ამ პროცესს ვერ შეაჩერებს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
580 22 მაისი 2023, 21:26
„ვერც ბედავენ ეს ლაჩრები, მელიას, ხაბეიშვილის, ან ლომჯარიას პირით გაეხმოვანებინათ ეს, ამიტომ აარჩიეს ეს ღვაწლმოსილი სპიკერი უცხოელი, უცხოტომელი (მგონი, ჯალალ-ედ-დინის ეთნოსიდან არის დაახლოებით) და მას ათქმევინეს“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“, სადაც ფადი ასლის განცხადებას გამოეხმაურა. 

 როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ფადი ასლის განცხადებით სურთ ახალი ნარატივის შემოტანა, ეს მიზანმიმართული პროცესია და სურთ საქართველომ უარი თქვას აფხაზეთსა და ოსეთზე. 

 „საზოგადოების აზრის ტესტირება დაწყებულია. ფადი ასლის გუშინდელმა განცხადებამ თვალნათლივ დამანახა ჯალალ-ედ-დინის რეინკარნაცია, რომელმაც სიონიდან გამოიტანა ხატები, დაალაგა მეტეხის ხიდზე და მისცა ქართველებს ბრძანება - დააბიჯეთ და ისე გადადით მტკვრის მეორე მხარესო. ამას რა მოჰყვა, ყველამ ვიცით - 100 ათასი ქართველი მართლმადიდებელი მოწამის სიცოცხლე ემსხვერპლა (მოწამებრივად აღესრულნენ ისინი). აი ამ ნაღმს დააბიჯა ფადი ასლიმ საქართველოში. ყველაფერი შერაცხეს რუსულად. ჩემი და თქვენი მისწრაფება სოხუმისკენ და ცხინვალისკენ, ეს არის რუსული პროექტი და უნდა ვთქვათ უარი. ვერც ბედავენ ეს ლაჩრები, მელიას, ხაბეიშვილის, ან ლომჯარიას პირით გაეხმოვანებინათ ეს, ამიტომ აარჩიეს ეს ღვაწლმოსილი სპიკერი უცხოელი, უცხოტომელი (მგონი, ჯალალ-ედ-დინის ეთნოსიდან არის დაახლოებით) და მას ათქმევინეს. ის, რომ ჩვენ საქართველოს მშვიდობიანად მივიყვანთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრებისაკენ, ეს აუცილებლად ასრულდება, ვერც ერთი ფადი ასლი და ლომჯარია ამ პროცესს ვერ შეაჩერებს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი