გია გაბრიჭიძე ელენე ხოშტარიაზე: პირადად უთხრა იმ სასტუმროს მფლობელმა, რომ სტუმრები უკვე წავიდნენო, მაგრამ არეულობის მოსაწყობი ბე უკვე აღებული ჰქონდა და უკან ხომ არ დააბრუნებდა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
547 23 მაისი 2023, 15:36

ძალად პატრიოტო ოპოებო და მათთან გათანაბრებულო ტიპებო, ნუ იქნებით საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელზე მეტი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების წარმომადგენლები! - ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით წერს.

გია გაბრიჭიძის თქმით, ბორელის განცხადება იმის შესახებ, რომ „თავად ევროკავშირის კომპანიები სანქციებს უვლიან გვერდს რუსეთიდან წარმოშობილი რაფინირებული ნავთობის შეძენით“, მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრს არ აინტერესებს ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები. „ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და თავიდან აიცილოს დაპირისპირება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროპულ კანონმდებლობას. ჩვენ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა იმაზე, თუ როგორ თავად ევროკავშირის კომპანიები სანქციებს, რუსეთიდან წარმოშობილი რაფინირებული ნავთობის შეძენით.

ძალად პატრიოტო ოპოებო და მათთან გათანაბრებულო ტიპებო, ნუ იქნებით საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელზე მეტი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების წარმომადგენლები! მაგრამ მაგათ ევროპაც, უსაფრთხოებაც და საერთოდ არაფერი არ აინტერესებთ. მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ფულია, რომელსაც ისეთი ბალაგანი მოწყობაში უხდიან, რაც ამ დღეებში ვნახეთ. ხოშტარიას სულ ცალ ფეხზე არ ჰკიდია ის ფაქტი, რომ „ყვარლის ტბასთან“ არცერთი მექორწილე აღარ იყო? პირადად უთხრა იმ სასტუმროს მფლობელმა, რომ სტუმრები უკვე წავიდნენო, მაგრამ არეულობის მოსაწყობი ბე უკვე აღებული ჰქონდა და უკან ხომ არ დააბრუნებდა?“ - წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი