ეკა სეფაშვილი: ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს რიგი ევროდირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვისათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
630 23 მაისი 2023, 19:06
„ხალხის ძალის“ წევრი და დეპუტატი ეკა სეფაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შესახებ, სადაც მონაწილეობას იღებს, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ეკა სეფაშვილი აცხადებს, ენერგეტიკის სექტორში საქართველომ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების 50% უკვე შეასრულა.

„Energy community Parliamentary Plenum Meeting - ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმი.

ევროინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია. ენერგეტიკის სექტორში საქართველომ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების 50% უკვე შეასრულა. ამჟამად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს რიგი ევროდირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც საქართველოს მიერ ენერგეტიკული ჰაბის როლის შესრულების ამბიციურ მიზანს წარმოადგენს. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. შესაბამისად, ყველას ინტერესშია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პროექტის მონაწილე ქვეყნების სამართლებრივი და ინფრასტრუქტურული მოდერნიზირება, რაც ამ პროექტის რეალიზებას დააჩქარებს.“, - წერს ეკა სეფაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი