ლევან ხაბეიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი სიტყვები ქმედითი ნაბიჯებითა და მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით უნდა დაამტკიცოს, რაც ნიკა გვარამიას გათავისუფლებას გულისხმობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
578 23 მაისი 2023, 19:09
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი სიტყვები ქმედითი ნაბიჯებითა და მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით უნდა დაამტკიცოს, რაც ნიკა გვარამიას გათავისუფლებას გულისხმობს.

როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, დროა, საქართველოს პრეზიდენტმა შეასრულოს მთელი ცივილიზებული სამყაროსა და ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა, საქართველოს ევროპული მომავლის დაცვასთან დაკავშირებით.

„ერთ წელიწადზე მეტია ნიკა გვარამია აბსოლუტურად უკანონო პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, რაზეც ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრებიც პირდაპირ მიუთითებენ.

„რუსული ოცნება“ ჩვენი სახელმწიფოს ევროინტეგრაციის საბოტაჟს მიზანმიმართულად ეწევა და განზრახ არ ასრულებს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 12 რეკომენდაციას, რომელთაგან ერთ-ერთი მედია გარემოს გაჯანსაღებასთან არის დაკავშირებული.

იმ ვითარებაში, როდესაც ნიკა გვარამია საპატიმროში ბიძინა ივანიშვილის პირად ტყვეობაში რჩება, რთულია ვისაუბროთ რაიმე წინგადადგმულ ნაბიჯზე.

ამ ვითარებაში, დროა, საქართველოს პრეზიდენტმა შეასრულოს მთელი ცივილიზებული სამყაროსა და ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა, საქართველოს ევროპული მომავლის დაცვასთან დაკავშირებით. მან საკუთარი სიტყვები ქმედითი ნაბიჯებითა და მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით უნდა დაამტკიცოს, რაც ნიკა გვარამიას გათავისუფლებას გულისხმობს.

ვიკრიბებით 27 მაისს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან! ერთად მოვითხოვოთ ნიკა გვარამიას თავისუფლება!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი