ნანა კაკაბაძე: ხელისუფლებამ იფიქროს ისეთი კანონის მიღებაზე, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოაცხადებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოწოდებებს და ამ მიმართულებით პოლიტიკური კამპანიების წარმოებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
545 27 მაისი 2023, 10:58

ფადი ასლის მიერ სატესტოდ შემოგდებული მოდელის ჩანასახშივე ჩაკვლის მიზნით ხელისუფლებამ იფიქროს ისეთი კანონის მიღებაზე, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოაცხადებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოწოდებებს და მით უმეტეს, ამ მიმართულებით პოლიტიკური კამპანიების წარმოებას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნული პოსტით იგი ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიენება.

„ნაცების“ ფან-კლუბის ერთ-ერთი ვეტერანი აქტივისტის ფადი ასლის გამოხტომამ რატომღაც ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღების“ ტიგრან გულოიანის ცნობილი გამონათქვამი გამახსენა, როდესაც ის ერთ-ერთ თანასაკნელს ეუბნება: ვიცოდი, რომ ფურუნკული იყავი, მაგრამ არ ვიცოდი, როდის გასკდებოდიო.

ჩვენც სულ ვგრძნობდით, რომ ადრე თუ გვიან ნაცები საკითხს ასე დააყენებდნენ - ან გავაგრძელოთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების უნაყოფო მცდელობა, ან შევიგნოთ, რომ ამ ტერიტორიებზე ჩაბღაუჭება ხელს უშლის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში, განსაკუთრებით კი ნატოში, ამიტომ ვაღიაროთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამით ჩვენს დასავლელ კოლეგებს გავუადვილოთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საქმე.

წლების წინ ამ თეზისის მსგავსი მოდელის შემოთავაზება ძმებმა ბერძენიშვილებმა და რესპუბლიკური პარტიის წევრებმა გაბედეს, თუმცა, ისინი იქვე ჩაქოლა სრულიად ქართულმა საზოგადოებამ.

დღეს უკვე განაცებული რესპუბლიკელების ნაცვლად ამ იდეის შემოგდება და დატესტვა ვითომ არაპოლიტიკური ფიგურის, ფადი ასლის საშუალებით სცადეს. ამ საკითხზე მკაფიოდ უარყოფითი პოზიცია. მხოლოდ ხელისუფლებას ჰქონდა, ხოლო ნაცები და მათი ანასხლეტები მოლოდინის რეჟიმში გაყუჩდნენ. არადა, ნახეთ, რა ოსტატურად დააყენეს საკითხი: ან დაკარგული ტერიტორიებით ცივილიზებულ, განათლებულ, დემოკრატიულ და მდიდარ დასავლეთში, ან დაბრუნებული ტერიტორიებით - რუსულ ჭაობში!

დარწმუნებული ვართ, რომ არცთუ შორეულ მომავალში ჩვენი ფსევდოლიბერალები ამ საკითხს უკვე სერიოზულად დააყენებენ. უფრო მეტიც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრეებს მოღალატეებად შერაცხავენ, ხოლო ტერიტორიების გასხვისების მხარდამჭერებს - პატრიოტებად. არც ისეთ რეალობასთან პირისპირ შეჯახებაა გამორიცხული, რომ რადგან რუსეთის მთავარი მიზანი საქართველოს დასავლური მისწრაფებების მოთოკვა და საქართველოში ნატოს ბაზების არდაშვებაა, ამის თავიდან ასაცილებლად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესთავაზოს (რა თქმა უნდა, ორმხრივი მყარი გარანტიებით), ხოლო ე. წ. „მედასვლეთეებმა“ ამის წინააღმდეგ სასტიკად გაილაშქრონ და თქვან, არ გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რადგან ეს დაგვაშორებს დასავლეთს და რუსეთზე მიგვაბამსო.

დღეს შეიძლება ბევრისთვის ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება მოვლენების ასეთი განვითარება, მაგრამ თავის დაზღვევისთვის მიგვაჩნია, რომ ფადი ასლის მიერ სატესტოდ შემოგდებული მოდელის ჩანასახშივე ჩაკვლის მიზნით ხელისუფლებამ იფიქროს ისეთი კანონის მიღებაზე, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოაცხადებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოწოდებებს და მით უმეტეს, ამ მიმართულებით პოლიტიკური კამპანიების წარმოებას.

სხვაგვარად რომ ვთქვათ (და ისევ „თეთრი ბაირაღების“ ეპიზოდი რომ გავიხსენოთ), მანამდე ვუმკურნალოთ ფურუნკულს, სანამდე ის გასკდება და ვნებას მიაყენებს გარშემო მყოფებს, მთელ ქართულ საზოგადოებას“, - წერს ნანა კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი