ნათია ფანჯიკიძე: ნიკო ნიკოლაძის კარმული ვალი აქვს სალომე ზურაბიშვილს - ვალი უნდა გადაიხადოს, თორემ მსოფლიოს ყველა რელიგიის ენაზე დაერხევა ცაშიც და მიწაზეც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
557 01 ივნისი 2023, 13:24

ნიკო ნიკოლაძის კარმული ვალი აქვს სალომე ზურაბიშვილს. ვალი უნდა გადაიხადოს, თორემ მსოფლიოს ყველა რელიგიის ენაზე და ამავდროულად და აწ უკვე ძველქართულად რომ ვთქვა - დაერხევა ცაშიც და მიწაზეც. - წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას: "სუფ­თა ჰა­ე­რი­ვით იგ­რძნო­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს მო­უს­მი­ნო, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის 90%-ის ევ­რო­პულ სურ­ვილს წარ­მო­ად­გენს":

"ნიკო ნიკოლაძის კარმული ვალი აქვს სალომე ზურაბიშვილს. ვალი უნდა გადაიხადოს, თორემ მსოფლიოს ყველა რელიგიის ენაზე და ამავდროულად და აწ უკვე ძველქართულად რომ ვთქვა - დაერხევა ცაშიც და მიწაზეც. მას თავისი ცხოვრების მთავარი ამოცანის აღსრულებაში და გზიდან არ აცდენაში უნდა დაეხმაროს ყველა. საერთოდაც ვფიქრობ, ამ მოკლე ხანში, ქვეყნის მიზნისკენ სავალ გზაზე (ჰაივეია თან, სისწრაფის დაგდება არ შეიძლება) უფრო მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა ვერ აღმოცენდება, ვინც ისტორიული მომენტის კარიბჭესთან დგას, აღჭურვილი თანაც - უმაღლესი ტრიბუნა, კონტაქტები და თანამდებობრივი პოზიცია. ხოდა ახლა თუ ოპოზიციისთვისაც ნამდვილად მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, მის გარშემო უნდა მოგროვდნენ და ეს გოლი გაიტანოს ყველამ ერთად. "დაივიწყეთ პირადი წყენები" - რომ აკერიათ ნაცებს პირზე და "პირად წყენებს" ეძახიან უმძიმესი შედეგებით დასრულებულ კრიმინალსაც და სისტემურ დანაშაულსაც, სცადონ ახლა და დაივიწყონ პირადი წყენები ამ ერთხელ და იმუშაონ ქვეყნის სინათლეში გასაყვანად.ისმინე კრამონის მესიჯი სწავლის მძებნელო. "კაი ხალხი ხართ და მთავრობის ჩარევის გარეშე გაჩუქებთ სტატუსს" - ეს რომ ასე არ ხდება, კი იცით მშვენივრად, ხოდა რაც მშვენივრად იცით, მშვენივრადვე აღასრულეთ - ბოლოს და ბოლოს, ძლივს, მთავრობაში დასაყრდენი არსებობს." - წერს ნათია ფანჯიკიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი