დავით ქართველიშვილი "ნაცმოძრაობაზე": ვერც ომის დროს ვერ „მოკლენ“ გვერდში მყოფი სარდლები, ანწუხელიძის ტანჯვაში მკვლელობის ბრძანების გამცემელნი, და ვერც ახლა აქვთ ის ერთი ადგილი, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
573 01 ივნისი 2023, 13:27
"პოლიციელებს ერთი „გისოსებიდან“, ხოლო მეორე - ემიგრაციიდან შეურაცხყოფს. რუსი გენერლების მძღოლებს, ლაქიებსა და ოფიციანტებს, ისევე, როგორც 2008 წელს, გამბედაობის ის ერთი ადგილი მხოლოდ გაუკუღმართებული სიამოვნების მისაღებად გააჩნიათ. ვერც ომის დროს ვერ „მოკლენ“ გვერდში მყოფი სარდლები, ანწუხელიძის ტანჯვაში მკვლელობის ბრძანების გამცემელნი, და ვერც ახლა აქვთ ის ერთი ადგილი, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იგი ეხმაურება გიორგი არველაძის განცხადებას და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, ხოლო არველაძე - ემიგრაციიდან შეურაცხყოფენ პოლიციელებს, მაგრამ არც ერთს ჰყოფნის გამბედაობა, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“

„ერთი უცნაური ნაკლი მაქვს - არ ვიგინები. მით უმეტეს, ვინმეს დედის მისამართით. რამეთუ არც ერთი დედა არაა დაზღვეული დეგენერატი შვილისგან. ჯეელობისას არარაობად პატარა საყვარელი არსების ჩამოყალიბებას ხომ არა მარტო დედის, არამედ მამის გენეტიკაც უწყობს ხელს. მამის გინება კი უფრო მისაღები იქნებოდა მათ წრეში, მაგრამ ამასაც ვერ ვიკადრებ. რა თქმა უნდა, ამ არარაობას ქმნის გარემოც. 

მე ძაღლების მეპატრონე ვარ და სურათზე გამოსახულებზე ვერც ერთ მათგანს ვერ გავცვლიდი. პოლიციელებს ერთი „გისოსებიდან“, ხოლო მეორე - ემიგრაციიდან შეურაცხყოფს. რუსი გენერლების მძღოლებს, ლაქიებსა და ოფიციანტებს, ისევე, როგორც 2008 წელს, გამბედაობის ის ერთი ადგილი მხოლოდ გაუკუღმართებული სიამოვნების მისაღებად გააჩნიათ. ვერც ომის დროს ვერ „მოკლენ“ გვერდში მყოფი სარდლები, ანწუხელიძის ტანჯვაში მკვლელობის ბრძანების გამცემელნი, და ვერც ახლა აქვთ ის ერთი ადგილი, პოლიციელს მიუახლოვდნენ და სახეში შესძახონ: „შე ძაღლო!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი