ბოლო დღეებში ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რომის პაპ ფრანცისკოს იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
523 02 ივნისი 2023, 21:58
არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო ამ ბოლო დეკადის შემდეგი მოვლენებიც. ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რომის პაპ ფრანცისკოს იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა, ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მართალია, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რომის პაპის ვარაუდები ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ პაპ ფრანცისკოს ასცდა რუსეთუმეობის ბრალდება, ჩვენს პრემიერს კი არა.

„ბოლო ათი დღის მოვლენები ჩემთვის გახსნა Politico-ს ანალიტიკურმა მიმოხილვამ, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდა მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირის მოსალოდნელ ოფიციალურ განცხადებაზე: „EU-ს გაფართოება დასრულდება ბალკანეთში“.

არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო ამ ბოლო დეკადის შემდეგი მოვლენებიც. ერთდროულად გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რომის პაპ ფრანცისკოს იდენტური ვარაუდები: უკრაინაში ომის დაწყება შესაძლოა, ინსპირირებული იყო რუსეთისთვის NATO-ს აღმოსავლეთით არგაფართოების დაპირების დარღვევით.

თუ რომის პაპს ასცდა პატრიარქ კირილეს „ეპისკოპოსის“ სარჩული, ჩვენ პრემიერს „რუსული“ სარჩული რა თქმა უნდა არ ასცდებოდა. ასცდა ეს „იარლიყი“ თავად ზელენსკის, რომელიც ჯერ კიდევ შარშან უარყოფდა უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკურ პერსპექტივებს, ასცდა ეს იარლიყი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქვეყნის კანცლერსაც, რომლებიც უკრაინისადმი „ნატო-სკეპტიციზმში“ უფრო კატეგორიულები იყვნენ. ასცდა „რუსეთუმეობაში“ დაბრალება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესსაც. 

ამასობაში თურქეთიდან ადგილობრივი ლიბერალების გოდება გვესმის, მათ ბანი აუბეს ჩვენმა სექტანტებმაც. ამერიკაში უხილავი „ქვიშის (საჩხერის?) ტომარაზე“ მერამდენედ ეცემა ძირს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ხოლო მის ჩანაცვლებაზე ოფიციალურ განაცხადს აკეთებს რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერი მაიკ პენსი.

საქართველოს მოქალაქე ფადი ასლის მოულოდნელი პასუხი გასცა მოლდოვას პრეზიდენტმა, რომელიც არ აპირებს დნეპრისპირეთის რუსეთისთვის ჩუქების სანაცვლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას. რა თქმა უნდა, ამჯერადაც СНГ-ს წევრი ქვეყნის პრეზიდენტი ვერანაირად იქნებოდა „პუწინის მონა“.

აღარ ჩამოვთვლი არანაკლებად მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც სულ რაღაც უკანასკნელ ათ დღეში მოხდა. ის ლიბერალური ტკივილი, რაც გამახსენდა, ისედაც საკმარისია იმისთვის, რომ კრიტიკულ აზროვნებაზე პრეტენზიის მქონე  ჩვენს მოქალაქეებს, ძირითადად ახალგაზრდობას, მიეცეს შესაძლებლობა, საქართველოს ხელისუფლებაში რუსების უშედეგო ძებნას თავი დაანებონ, მით უმეტეს, როდესაც ეს რუსები ყველგან არიან ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის გარდა.

P.S.: მე განზრახ არ შევიყვანე ამ მოვლენათა ჩამონათვალში ხორვატიის პრეზიდენტის მოწოდება საკუთარი მოქალაქეებისადმი, დაანებონ თავი ნაცისტური (ფაშისტური) სლოგანის „Слава Украине! Героям слава!“ გამოყენებაზე მის ქვეყანაში. მაინც ომია და ზედმეტი ტკივილის მიყენება არ მინდოდა...“ - წერს დავით ქართველიშვილი
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი