მაია ელოშვილი ელენე ხოშტარიაზე: მეშვიდე ტრანში განხორციელდა, აივსო და დამშვენდა რюბლოვნას  ფინანსური მდგომარეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
488 05 ივნისი 2023, 13:11
იურისტი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიაზე წერს და აღნიშნავს, რომ 22 მაისს,  2,5 მილიონი რუბლი ჩაურიცხეს რუსეთიდან და საქართველოში ჩამომსვლელი რუსების სიაც მოაყოლეს.  

როგორც ელოშვილი აღნიშნავს, ხოშტარია რუსეთიდან ჩარიცხული რუბლების მიუხედავად, ისევ აძვრება პატრულის მანქანაზე, ჩაშლის რუსულ ქორწილებს, დაბადებას ანანებს რუს ტურისტებს. 



„ლяკა რюბლოვნას ოჯახში რუსული რუბლი თუხთუხებს. 22 მაისს,  2,5 მილიონი რუბლი ჩაურიცხეს რუსეთიდან და საქართველოში ჩამომსვლელი რუსების სიაც მოაყოლეს.
ველოდოთ ახალ "ანტირუსულ" შეტევებს, რუსულჩექმიანი ფეხების ბაკუნს, "რუსთმოძულე" გულების წასვლას და "матушка родная"-ს სიყვარულით სავსე სულების "აღშფოთებას". 
ლяკას და მის "რუსოფობ" მეგობრებს ეხვეწებიან: Ребята, давайте жить дружно. მაგრამ, არა!
აგერ უკვე მეშვიდე ტრანში განხორციელდა, აივსო და დამშვენდა რюბლოვნას  ფინანსური მდგომარეობა. ის ისევ ისე, როგორც რუსეთის უშიშროების ოაზისში სწავლის დროს, ტკბება დათუნია შოკოლადით, მღერის რუსულ "частушк"-ებს, კითხულობს სერგეი გავრილოვის პროქართულ ინტერვიუებს, უსმენს პუტინის სხვა პროპაგანდისტებს, მაგრამ არა! 
ვერ იყიდეს! ვერ გადაიბირეს! ვერ დაადუმეს! ვერ გააჩერეს! 
ის ისევ აძვრება პატრულის მანქანაზე, ჩაშლის რუსულ ქორწილებს, დაბადებას ანანებს რუს ტურისტებს, დახვდება და ფიზიკურად დაუპირისპირდება რუსეთიდან მოფრენილ რუსებს, ქართველებს თუ "ნახევრად რუსებს", თავზე რისხვას დაატეხს, შეარცხვენს და შეაჩვენებს "რუსულ" მთავრობას და ათასჯერ გადასერავს თვალწარმტაც საქართველოს, რუსი ვიზიტორების განრიგით ხელში, მათი ქორწილების და დაბადების დღეების "საძებნელად". 
მერე? ისევ გადმოურიცხავენ რუბლებს, ისევ წამოიმართება რუსებთან შეურიგებელი, მაგრამ გარიგებული, "ევროპელად გადაკეთებული" რუსეთის უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი და მტრისას და დეგნანისას,  ის დაატრიალებს. 
მოერიდეთ, არავის გადაგეყაროთ იმ დღეებში! 
აბა, რა ეგონათ რუს ოკუპანტებს? 
ლяკა არ იყიდება! 
აცადეთ, მილიონობით რუბლის გამომუშავება და ნუ იცინით. 
გიხაროდეთ! დროებით, "პროევროპელად" გადაკეთებული ლяკა-ჰელენი - მილიონერია. „ - წერს ელოშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი