ნინო ფოჩხუა - ჯერ ორი კვირის წინ საქეიფოდ შემოსული ხალხი "კადიროველებად" გაასაღეს, ახლა ბომბების შეტყობინებებით გააგრძელეს თემა. აგერ მე და აგერ თქვენ - საღამოს ნაცმედიამ თუ არ დაუკავშიროს ეს ყველაფერი ერთმანეთს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
652 05 ივნისი 2023, 16:20
ჯერ 2 კვირის წინ საქეიფოდ შემოსული ხალხი "კადიროველებად" გაასაღეს, ახლა კი ბომბების შეტყობინებებით გააგრძელეს თემა. აგერ მე და აგერ თქვენ - საღამოს ნაცმედიამ თუ არ დააკავშიროს ეს ყველაფერი ერთმანეთს - ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის მიერ გაქტიურებულ თემებს.

 მისი თქმით, ოპოზიცია ჯერ შეეცადა, ორი კვირის წინ შემოსული ხალხი „კადიროველებად“ გაესაღებინა, ხოლო დღეს, სხვადასხვა ობიექტზე შევიდა შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ. ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული ქმედებები ანტიქართველების მორიგ „სპეცოპერაციას“ და ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას წარმოადგენს. 

 „ანტიქართველების მორიგი "სპეცოპერაცია"? გუშინ ნაცმოძრაობის სიცრუის მანქანას მთელი დღე ჰქონდა თემა, აქ რომ "კადიროველები" შემოვიდნენ ეს არის სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვისო. დღეს რა ხდება? სხვადასხვა ობიექტებზე შედის ანონიმური ზარები, თითქოს შენობაშია ბომბი... ეს ახლა არ არის საეჭვო დამთხვევა? ეს არ არის ორგანიზებული კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ? ჯერ 2 კვირის წინ საქეიფოდ შემოსული ხალხი "კადიროველებად" გაასაღეს, ახლა კი ბომბების შეტყობინებებით გააგრძელეს თემა. აგერ მე და აგერ თქვენ - საღამოს ნაცმედიამ თუ არ დააკავშიროს ეს ყველაფერი ერთმანეთს... ეს მავნებელი არაადამიანები!!!“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი