გია გაბრიჭიძე: როგორი ხელის შეშლაც არ უნდა იყოს და როგორი პროპაგანდაც არ უნდა წარმოებდეს, ის რაც ბუნებრივი და ნორმალურია საბოლოოდ მაინც გამარჯვებული დარჩება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
609 07 ივნისი 2023, 15:08
ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში კალიფორნიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, სადაც ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში კალიფორნიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, სადაც ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლები სკოლის დირექციის მიდგომებს აპროტესტებენ სკოლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ლგბტ-პრაიდის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

გაბრიჭიძე აღნიშნავს, რომ იმ მშობლებს რეალურად აწუხებთ თავიანთი შვილების მომავალი. მისივე თქმით, მოსწავლეთა მშობლების ეს პროტესტი ნამდვილად არ დაიკარგება და თავის ღირსეულ გაგრძელებას მიიღებს.

„ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ როგორი ხელის შეშლაც არ უნდა იყოს და როგორი პროპაგანდაც არ უნდა წარმოებდეს, ის რაც ბუნებრივი და ნორმალურია საბოლოოდ მაინც გამარჯვებული დარჩება. კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლები სკოლის დირექციის მიდგომებს აპროტესტებენ სკოლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ლგბტ პრაიდის ღონისძიებასთან დაკავშირებით. მშობლების უმეტესობა დღეს აცხადებს, რომ აღარ აპირებენ მათი შვილების სკოლაში გაშვებას რადგან არაერთი თხოვნისა, სკოლის დირექციამ მაინც ნებართვა გასცა რამდენიმე დღის წინ სკოლის წინ ლგბტ პრაიდის ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით. სიტუაცია სკოლასთან ჩატარებული პრაიდის თაობაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაბრაზებულმა მშობლებმა კონტრ-აქცია გამართეს სკოლასთან მიმდინარე პრაიდის პარალელურად ჩრდილოეთ ჰოლივუდში, რა დროსაც არაერთი ინციდენტი მოხდა.

„ისინი ძალიან პატარები არიან. საქმე ეხება სპეციალურ წიგნს, რომელსაც ბავშვებს სკოლაში უკითხავენ. სკოლაში ბავშვების ტარება აღარაა უსაფრთხო ჩემი აზრით“,- აცხადებს ერთ-ერთი მშობელი „ფოქს ნიუსთან“.

დარწმუნებული ვარ, რომ კალიფორნიის იმ დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა საერთოდ არ იციან არც „ალტ ინფოს“ არსებობა და არც რუსულ არხებს უყურებენ, რომ რომელიმე ამერიკელმა ლომჯარიამ, ან კორძაიამ რუსული გავლენის ქვეშ ყოფაში დაადანაშაულოს. იმ მშობლებს რეალურად აწუხებთ თავიანთი შვილების მომავალი და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ნენსი პელოსი ვაშინგტონში, LGBTQ+ საზოგადოებისადმი მიძღვნილ ბეისბოლის მატჩზე პირველ ტყორცნას შეასრულებს, თუ სასტვენს ჩაბერავს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ სკოლის მოსწავლეთა მშობლების ეს პროტესტი ნამდვილად არ დაიკარგება და თავის ღირსეულ გაგრძელებას მიიღებს“, - წერს გაბრიჭიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი