ვატო შაქარიშვილი - შევხვდებით ხვალ, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში. ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
653 11 ივნისი 2023, 21:45
კონსერვატიული პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში 12 ივნისს, რუსთაველის თეატრში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს იმ ადამიანებისთვის, ვინც საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეით არიან დაინტერესებულები.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ერთად ვიფიქროთ, ერთად ვიმოქმედოთ, ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს. 

“საღამო მშვიდობის მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, თანამოაზრეებო, უბრალოდ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეით დაინტერესებულებო! შევხვდებით ხვალ, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში. დავიწყოთ, ერთად ვიფიქროთ, ერთად ვიმოქმედოთ, ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს. 
არ დავუშვათ საქართველოში რევოლუციური სცენარების განხორციელება! დავიცვათ ჩვენი ქვეყანა აგრესიული ლიბერალური შემოტევისგან! 
წერტილი დავუსვათ ადამიანების შეურაცხყოფას, ბულინგს, ცილისწამებას! 
P.S. ნაც-ლიბერალური პროპაგანდისტული საშუალებები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან. პროვოკაციებზე იქნება ადეკვატური პასუხი.
საქართველო უპირველეს ყოვლისა!”- წერს ვატო შაქარიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი