დავით ქართველიშვილი: როდესაც ვაცხადებ, რომ საშემოდგომოდ საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის სავარაუდო მინიჭება იქნება „სამართლიანობის ზეიმი“, საკვანძო სიტყვა არის „სამართლიანობა“ და არა - სტატუსის მინიჭება, როგორც ზეიმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
612 15 ივნისი 2023, 13:26
„დავუშვათ, რომ ეს მომენტიც დადგა და ჩვენ, უკრაინისა და მოლდოვას მსგავსად, უკვე წარმოვადგენთ სტატუსმინიჭებულ „ბედნიერ“ სახელმწიფოს. ეწინააღმდეგება თუ არა ეს მოცემულობა ჰიპოთეზას, რომ ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიის“ ტყვეობაში სულ უფრო მიექანება დეგრადირებისკენ? - არავითარ შემთხვევაში!“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ევროკავშირი დეგრადაციისთვისაა განწირული, მაგრამ ჩვენ არ მივისწრაფვით დეგრადირებული ევროპისკენ, უბრალოდ ვითხოვთ კუთვნილ კანდიდატის სტატუსს, რომელიც უსამართლოდ არ მოგვანიჭეს წარსულში.

„როდესაც ვაცხადებ, რომ საშემოდგომოდ საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის სავარაუდო მინიჭება იქნება „სამართლიანობის ზეიმი“, საკვანძო სიტყვა არის „სამართლიანობა“ და არა - სტატუსის მინიჭება, როგორც ზეიმი. უსამართლობა, როგორც საქართველოს „აყირავების“ მექანიზმი, „გლობალური ომის პარტიას“ უნდა გამოვაცალოთ ხელიდან.
დავუშვათ, რომ ეს მომენტიც დადგა და ჩვენ, უკრაინისა და მოლდოვას მსგავსად, უკვე წარმოვადგენთ სტატუსმინიჭებულ „ბედნიერ“ სახელმწიფოს. ეწინააღმდეგება თუ არა ეს მოცემულობა ჰიპოთეზას, რომ ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიის“ ტყვეობაში სულ უფრო მიექანება დეგრადირებისკენ? - არავითარ შემთხვევაში! „ასოცირების ტრიოს“ მიმართ მათი შარშანდელი დანაშაულებრივად უსამართლო გადაწყვეტილება ამ დეგრადაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
EU-ს დეგრადაციის ნიშნები შეიმჩნევა ზოგად და კერძო კონტექსტში: კორუფციის კატასტროფული დონე, სიტყვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვის პოლიტიკა, ორმაგი სტანდარტების ზეიმი, ლობიზმის სფეროს სარფიან „ბანკომატად“ გადამქცევი ევროპარლამენტი, ევროინსტიტუტების ოპონენტების დასჯის პოლიტიკურ მექანიზმებად გადაქცევა, დემოკრატიის ჩამხშობი ბიუროკრატიის შემაშფოთებელი დონე და ა.შ. ასე ხდება, როდესაც შენს ოდესღაც დალაგებულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ ევროპულ თვითმყოფად ოჯახში, ერთი მხრივ, შემოიყვან მილიონობით უცხოტომელს, ხოლო, მეორე მხრივ, ამ მიგრაციული ნაკადების ოკეანის მიღმა წამქეზებელი „ხაზეინის“ მეტასტაზების მძევლობაში გაახვევ საკუთარ პოლიტიკურ სისტემას თავისი რასობრივი, გენდერული და სქესობრივი უკუღმართობებით. „ბრიუსელის“ დეგრადირების საქმეში ამერიკელებთან ერთად არანაკლები წვლილი შეიტანეს ბრიტანელებმაც, რომლებიც მეთოდურად ახდენენ ევროკავშირის მნიშვნელობის ნიველირებას მსოფლიო რუკაზე. დეგრადირებული ევროკავშირის მომავალი კი - „ანგლოსაქსური“ მაკრორეგიონი AUKUS-ის (აშშ-ბრიტანეთ-ავსტრალიის კავშირი) კოლონიად გადაქცევაშია. ამ ეტაპზე, მას სხვა მომავალი არ გააჩნია და ევროპულ ცივილიზაციას სასწაული თუ გადაარჩენს. დანარჩენ მსოფლიოს ალტერნატიულ და AUKUS-ის კონკურენტუნარიან გადამრჩენ მაშველ რგოლად მოევლინება განახლებული და მოდერნიზებული BRICS-ი, რომლის რიგებში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი სულ უფრო მატულობს. ახლა კი ფინალური შეკითხვა: მაშ, რატომ მივისწრაფვით დეგრადაციისათვის განწირულ ევროკავშირში? პასუხი მარტივია: 1. დეგრადირებულ EU-ში არ მივისწრაფვით. ჩვენი განაცხადი იყო ევროინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროში; 2. ჯერ კიდევ გვჯერა სასწაულების და 3. ამ ეტაპზე ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ კუთვნილს, რაც უსამართლოდ არ მოგვანიჭეს, მეტი არაფერი. მოვლენათა დანარჩენი განვითარება მივანდოთ უფალს და მაქსიმალურად დავამარცხოთ ჩვენში ქართველების ფატალური სენი - მოუთმენლობა და უსაფუძვლო ზეამბიციურობა. ქვეყნის გეოპოლიტიკური გადარჩენის გზა აუცილებლად გამოჩნდება“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი