ნინო ფოჩხუა - მაშინ როცა ცეცხლშია გახვეული ევროპის შუაგული და მიწასთანაა გასწორებული უკრაინა, აშშ-ს რუსეთიდან არც შეუწყვეტია ურანის შესყიდვა, მილიარდობით დოლარს უხდიან ქვეყანას, რომლის პრეზიდენტს საერთაშორისო ტერორისტს ეძახიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
519 16 ივნისი 2023, 11:15
ექსპერტი ნინო ფოჩხუა New York Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ამერიკული კომპანიები რუსულ ბირთვულ სააგენტოს მილიარდობით დოლარს უხდიან.

ექსპერტის თქმით, მაშინ როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება  რუსეთ-უკრაინის ომისკენ არის მიმართული, ამ დროს აშშ რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდის.

„მაშინ როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია რუსეთ-უკრაინის ომისკენ, ცეცხლშია გახვეული ევროპის შუაგული, იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები, მიწასთანაა გასწორებული უკრაინა, ამ ომიდან გამომდინარე კი ზარალდებიან ქვეყნები, აშშ-ს რუსეთიდან არც კი  შეუწყვეტია ურანის შესყიდვა და მილიარდობით დოლარს უხდიან ქვეყანას, რომლის პრეზიდენტს საერთაშორისო ტერორისტს ეძახიან.
აი, ეს არის სიმართლე და ყველამ უნდა გაუსწოროს ამ სიმართლეს თვალი.
ამას New York Times აქვეყნებს და არა რაღაც ფეიკ-გამოცემა.
ასე რომ ჩვენი ხელისუფლება სწორ მხარეს დგას და ასეც გაგრძელდება, სხვის ურთიერთობებში, მითუმეტეს ომში, არ ჩაერევა და შეინარჩუნებს სტაბილურობას და მშვიდობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი