დავით ქართველიშვილი: ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობის შემდეგ, ყველაზე თვალსაჩინო იყო ქვეყანაში უკრაინული სცენარით „მაიდანიზაციის“ პროცესების პროვოცირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
473 16 ივნისი 2023, 11:50
მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას მოყვა კარგად დაგეგმილი საზოგადოებრივი მღელვარების აგორება, რამაც პოლიტიკურ სივრცეშიც კი მოახდინა ფართო რყევები, რომელმაც თავის პიკს მიაღწია 6-7-8 მარტს“, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. 

ქართველიშვილის თქმით, ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში, საქართველოს პრეზიდენტიც იღებდა მონაწილეობას, რაც მის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ნათლად გამოჩნდა. 

„ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობის შემდეგ, ყველაზე თვალსაჩინო იყო ქვეყანაში უკრაინული სცენარით „მაიდანიზაციის“ პროცესების პროვოცირება. ამისთვის მიმდინარეობდა, როგორც გარეგნული საბაბის ძიება, ასევე ძირითადი განმახორციელებელი ძალის მიზანმიმართული მოქმედება. ასე მაგალითად, მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას მოყვა კარგად დაგეგმილი საზოგადოებრივი მღელვარების აგორება, რამაც პოლიტიკურ სივრცეშიც კი მოახდინა ფართო რყევები, რომელმაც თავის პიკს მიაღწია 6-7-8 მარტს. ოპერაციის ამ სტადიაზე აშშ-ს საელჩოს მიერ მოხდა ანტისახელისუფლებო ძალების აქამდე უპრეცედენტო მობილიზაცია: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო აგენტოკრატების ადგილობრივი მარიონეტები და მათ შორის, ყველაზე სამარცხვინო და უპატიებელი როლით, საქართველოს პრეზიდენტი. არსებული მოვლენების ანალიზმა, პირდაპირ დაგვანახა, რომ ადგილი ჰქონდა ხელისუფლებაზე აქამდე უპრეცედენტო, ღია და უხეში ზეწოლის მცდელობას, რომლის ინსტრუმენტებიც იხვეწებოდა ჯერ კიდევ 2022 წლიდან, ხოლო პროცესების ძირითადი ორგანიზატორი იყო აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაცია, რომელიც მ/წლის მარტში, ჩვეულებრივ მოდელირებას უკეთებდა უკრაინაში 2014 წელს ინსპირირებული “მაიდანი“-ს მოვლენებს. აღნიშნული “ბრალდების“ დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ შემდეგი უტყუარი ფაქტები: პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულები USAID, IRI, რომლებიც ხელს უწყობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინაციას. დაფიქსირდა ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის უპრეცედენტო შემთხვევები, როდესაც თავდასხმას პირდაპირ ახორციელებდნენ აშშ-ს ელჩი და მისი მთავრობის სხვადასხვა, მაღალი რანგის თანამდებობის პირები. დაფიქსირდა აშშ-ს სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ,,ფრანკლინის კლუბის“ აქტივობა, რომელიც პრაქტიკულად, წლების განმავლობაში ამზადებდა ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივიზაციის კუთხით (8 მარტს განვითარებულ მოვლენებში ვიხილეთ, სწორედ აღნიშნული სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც შეადგენდნენ აქციის ძირითად ბირთვს). აქციებზე დაფიქსირდა აშშ-ს-თან, სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირების აქტივობა, რომლებიც ახორციელებდნენ დესტრუქციული პროცესების მართვას. აღსანიშნავია, რომ აქციის მიმდინარეობის დროს, პროვოკატორთა სხვადასხვა ჯგუფები, მოქმედებდნენ დამოუკიდებლად, მაგრამ ორგანიზებულად: ისინი ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას, არ ერიდებოდნენ შეტაკებებს, თუმცა მოვლენებმა კვლავ აჩვენა, რომ „რევოლუციისთვის“ შექმნილი იდეალური გარემოს მიუხედავად ემოციური მუხტი, მონაწილეთა რაოდენობა და მათი მომზადება, ასევე მზადყოფნა ემოქმედათ საჭიროებისამებრ, აქციის ორგანიზებული მართვა კვლავ ვერა და ვერ ხერხდებოდა, რადგან ადგილზე არ იმყოფებოდა საჭირო თვისებების მქონე ლიდერი. ხსენებულ აქციებს ესწრებოდნენ USAID-ის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL), ევროკავშირის ოფისის თანამშრომლები, რომლებიც უკვე ღიად უცხადებდნენ მხარდაჭერას აქციის მონაწილეებს. ეს თემა საჭიროებს უფრო დეტალურ კონკრეტიზაციას, ჩაშლას მოქმედი პირების, ორგანიზაციებისა და გვარების მიხედვით, რასაც 2-3 დამატებითი მიმოხილვა აუცილებლად დაჭირდება“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი