ზურაბ ქადაგიძე სოფო ჭყონიას: თქვენი „კოკა-კოლა" რომ რუსეთში ლიწინით იყიდება, იოტისოდენა წუხილი თუ გაქვს იმის, რომ შენივე პროდუქტით კვებავ ოკუპანტს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
604 16 ივნისი 2023, 21:40

ხოშტარიას გამონათებამ, ნათელი გახადა სურათი - ალბათ, ლЯკა იმ რუსულ რუბლებს იღებს ხელფასად თვიდან თვემდე, რასაც ჭყონიების „კოკა-კოლა“ იგებს რუსეთის ბაზარზე, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

აქვე ქადაგიძეს კითხვა აქვს სოფო ჭყონიასთან - რა აზრისაა იმაზე, რომ „კოკა-კოლა" რუსეთში იყიდება და იოტისოდენა წუხილი თუ აქვს იმის, რომ ოკუპანტს მისი პროდუქტით კვებავს.

ლЯკა ხოშტარია გულშემატკივრობს ჭყონიებს, ნეტა რატომ? თემურ ჭყონია ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მერამდენედ გაეხვა სკანდალში და მერამდენედ მოუწია ბოდიშის მოხდა?! ჯერ იყო და 350 000 ბავშვი შიმშილობსო კოკა-კოლის ბანერზე გამოაკრეს და ბოდიში მოიხადეს, ათასი უაზრობით გაამართლეს, კონტექსტს დააბრალეს და მოხსნეს ბანერი. მერე იყო და „მაკდონალსის" სასაჩუქრე ნაკრებში საბავშვო წიგნებში ელტონ ჯონის ცხოვრება გამოფინეს. საზოგადოებრივი რეაქციიდან მიხვდა ჭყონია და მისი პარტნიორები,რომ სერიოზულ შარში ეხვეოდნენ და ამოიღეს წიგნი საჩუქრებიდან... დღეს ბოდიში მოიხადეს, არასწორი კონტექსტის გამო ოღონდ, ბატონი თემური "წმინდაა" ამ საქმეშიო, თუმცა განცხადება საერთოდ გააქრეს და თავიდან მოიბოდიშეს, წინა განცხადების ორაზროვნების გამო... ბოლოს სოფიო ჭყონიამ გამოაცხო განცხადება და სულ რუსული პროპაგანდა დაარქვა საზოგადოების პროტესტს და აჰა უკანასკნელი აკორდიც- ლЯკა ხოშტარიამაც არ დაახანა, გაერია "მარაქაში"... ერთი კითხვა მინდა დავუსვა „ცეხავიკის" პრინცესა სოფიო ჭყონიას: ღრმადპატივცემულო სოფიო! თქვენი "კოკა-კოლა" რომ რუსეთში ლიწინით იყიდება, მაგაზე რა აზრის ბრძანდებით და იოტისოდენა წუხილი თუ გაქვს იმის, რომ შენივე პროდუქტით კვებავ ოკუპანტს? თუმცა ხოშტარიას გამონათებამ, ნათელი გახადა სურათი - ალბათ, ლЯკა იმ რუსულ რუბლებს იღებს ხელფასად თვიდან თვემდე, რასაც ჭყონიების „კოკა-კოლა“ იგებს რუსეთის ბაზარზე... მოკლედ, ნაძირლები ხართ და მეტი არაფერი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი