ზურაბ ქადაგიძე: ხოშტარიას გამონათებამ ნათელი გახადა სურათი - ალბათ, ლЯკა იმ რუსულ რუბლებს იღებს ხელფასად თვიდან თვემდე, რასაც ჭყონიების „კოკა-კოლა“ იგებს რუსეთის ბაზარზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
525 16 ივნისი 2023, 22:20
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე თემურ ჭყონიასა და „მაკდონალდსის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს. როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, იმ ფონზე უწოდებს თემურ ჭყონიას შვილი სოფო ჭყონია საზოგადოების ჯანსაღ პროტესტს „მაკდონალდის“ წინააღმდეგ „რუსულ პროპაგანდას“, როცა „კოკა კოლას“ რუსეთში აქტიურად ყიდიან. „ლЯკა ხოშტარია გულშემატკივრობს ჭყონიებს, ნეტა, რატომ? თემურ ჭყონია ბოლო ერთი თვის განმავლობაში მერამდენედ გაეხვა სკანდალში და მერამდენედ მოუწია ბოდიშის მოხდა?! ჯერ იყო და 350 000 ბავშვი შიმშილობსო, „კოკა-კოლას“ ბანერზე გამოაკრეს და ბოდიში მოიხადეს, ათასი უაზრობით გაამართლეს, კონტექსტს დააბრალეს და მოხსნეს ბანერი; მერე იყო და „მაკდონალსის“ სასაჩუქრე ნაკრებში საბავშვო წიგნებში ელტონ ჯონის ცხოვრება გამოფინეს. საზოგადოებრივი რეაქციიდან მიხვდა ჭყონია და მისი პარტნიორები, რომ სერიოზულ შარში ეხვეოდნენ და ამოიღეს წიგნი საჩუქრებიდან; დღეს ბოდიში მოიხადეს, არასწორი კონტექსტის გამო ოღონდ, ბატონი თემური „წმინდაა“ ამ საქმეშიო, თუმცა განცხადება საერთოდ გააქრეს და თავიდან მოიბოდიშეს, წინა განცხადების ორაზროვნების გამო; ბოლოს, სოფიო ჭყონიამ გამოაცხო განცხადება და სულ რუსული პროპაგანდა დაარქვა საზოგადოების პროტესტს და აჰა, უკანასკნელი აკორდიც - ლЯკა ხოშტარიამაც არ დაახანა, გაერია „მარაქაში“... ერთი კითხვა მინდა დავუსვა „ცეხავიკის“ პრინცესა სოფიო ჭყონიას: ღრმადპატივცემულო სოფიო! თქვენი „კოკა-კოლა“ რომ რუსეთში ლიწინით იყიდება, მაგაზე რა აზრის ბრძანდებით და იოტისოდენა წუხილი თუ გაქვს იმის, რომ შენივე პროდუქტით კვებავ ოკუპანტს? თუმცა ხოშტარიას გამონათებამ ნათელი გახადა სურათი - ალბათ, ლЯკა იმ რუსულ რუბლებს იღებს ხელფასად თვიდან თვემდე, რასაც ჭყონიების „კოკა-კოლა“ იგებს რუსეთის ბაზარზე. მოკლედ, ნაძირალები ხართ და მეტი არაფერი.“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი