ფრანკლინის კლუბი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს კოკა-კოლას ყოფილ ტერიტორიაზე - ჩვენც მივალთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
552 18 ივნისი 2023, 12:21

ფრანკლინის კლუბი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს კოკა-კოლას ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, კოკა-კოლას ტერიტორიაზე “ფრანკლინის კლუბის” ღონისძიების ჩატარება პოლიტიკური გზავნილია და იმის მანიშნებელია, რომ ისინი ერთად ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას.

შაქარიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მისვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ისიც გეგმავს თანამოაზრეებთან ერთად.

„ფრანკლინის კლუბი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს კოკა-კოლას ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რაც მაკდონალდსმა სცადა LGBT პროპაგანდის შემოპარება და საბავშვო პროდუქტში განათავსა იდეოლოგიური საწამლავი, ფრანკლინის კლუბის დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ კოკა-კოლას წიაღში ერთგვარი პოლიტიკური გზავნილია, - დიახ, ისინი ერთად ეწევიან ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და ამას არც მალავენ!!!
ჭყონია წლებია დესტრუქციის და რევოლუციური პროცესების დამფინანსებელია, ახლა უკვე ბავშვების იდეოლოგიურ მოწამვლაზეც აიღო პასუხისმგებლობა!

12 საათზე იწყება “ზეიმი” წერეთლის გამზირზე მდებარე “კოკა-კოლას”ეზოში. გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიგა ბოკერია, ნინო ლომჯარია და თუ კი ვინმე ამ ქვეყნის მტერი და აგენტია, ყველა იქ აპირებს თავშეყრას…ჩვენც მივალთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას - LGBT პროპაგანდას, ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას; ქვეყნის არევას; ახალგაზრდების გამოყენებას რევოლუციური სცენარებისთვის იმ ყველაფერს, რასაც ერთად ახორციელებენ იუბილარი ფრანკლინის კლუბი და მასპინძელი ჭყონია!”, - წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი