ლევან ხაბეიშვილი - Edison Research-ის კვლევა არის დასტური, რომ რუსული ოცნება დამარცხებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
484 20 ივნისი 2023, 23:16

საქართველოს მოსახლეობას მიაჩნია, რომ მთავარი ევროპული პარტია არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რასაც ადასტურებს დღევანდელი კვლევა, რომ პარტია ძლიერდება და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში არის მთავარი ძალა, - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ეხმაურება.

მისი განცხადებით, ყოველ ჯერზე, ყველა გამოკითხვა, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი პროდასავლური - პროევროპული პარტია.

„საქართველოს მოსახლეობას, ხალხს მიაჩნია, რომ მთავარი ევროპული პარტია არის "ნაციონალური მოძრაობა". დღევანდელი კვლევა არის კიდევ ერთი დასტური, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ძლიერდება, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა რუსული რეჟიმის, ივანიშვილის, პუტინისტების და სამშობლოს მოღალატეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მნიშვნელოვანია და ობიექტურად გვიხარია სხვა პროდასავლური პარტიების გარკვეული შედეგი, რასაც მივესალმებით. მეტიც, უმნიშვნელოვანესია გარკვეული ერთობები შექმნან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და კიდევ უფრო გაძლიერდნენ.

ჩვენ ძლიერი, მთავარი პარტია ვართ და ცხადია ჩვენის მხრივ ვფიქრობთ გაძლიერებაზე, რასაც უპირობოდ მოვახერხებთ. უახლოესი თვეების განმავლობაში ენმ-ს გაძლიერების, მატების პროცესს საზოგადოება თავად ნახავს.

ეს კვლევა არის დასტური, რომ რუსული ოცნება დამარცხებულია. ახლა მთავარია სწორი სტრატეგია, სამიზნის გასწორება და ივანიშვილის და მისი პუტინისტური პარტიისგან მხოლოდ სახელიღა დარჩება“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი