დავით ქართველიშვილი: რა „გეოგრაფიული უფლებით“ ერევა ოკეანის მიღმა კონტინენტური სახელმწიფო საქართველოს ევროპულ და არა - „ცენტრალურ-ამერიკული“ პერსპექტივების განხილვაში?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
569 20 ივნისი 2023, 23:39
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ აშშ სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეშად ერევა.
„აშშ-ის საელჩოს აზრით, საქართველოში „ქმედითი დემოკრატია“ და „მედიის თავისუფლების დაცვა“ განპირობებულია ნიკა გვარამიას „პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნით“ და საჭიროებს მის დაუყოვნებლივ „აღკვეთას“.
საელჩოს „აღშფოთებული შეშფოთების“ თანახმად, ნიკა გვარამიას მიმართ ადგილი აქვს „მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზებულად აღქმას“, რაც „რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს“ და „ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას“, ასევე „კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა“ და „თავად დემოკრატიას“.
ახლა კი მორიგი და ასევე (დიდი ალბათობით) პასუხგაუცემელი შეკითხვები:
რას ნიშნავს „ამერიკულ ენაზე“ - სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა, თუ არა ეს აღმაშფოთებელი განცხადება?
რა „გეოგრაფიული უფლებით“ ერევა ოკეანის მიღმა კონტინენტური სახელმწიფო საქართველოს ევროპულ და არა - „ცენტრალურ-ამერიკული“ პერსპექტივების განხილვაში?
რას ნიშნავს შანტაჟი, ზეწოლა, ზემოქმედება „დემოკრატიულ ფასეულობათა“ ამერიკულ რეესტრში, თუ არა მსგავსი განცხადება?“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი