გლობალურმა ომის პარტიამ სანქციები შეუკვეთა მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და პასუხად ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი "ჩამოუვიდა" 
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
733 23 ივნისი 2023, 20:59
გლობალური ომის პარტიამ სანქციები შეუკვეთა მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და პასუხად ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი "ჩამოუვიდა" Credit Suisse-ზე, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას და  Credit Suisse-ისთვის ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდის დაკისრებას.

აბაშიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მხარეს სიმართლეა და მან კარგად იცის, თუ რას უნდა ელოდოს არაკეთილმოსურნე აქტორებისგან.

“გლობალურმა ომის პარტიამ სანქციები შეუკვეთა მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და პასუხად ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი "ჩამოუვიდა" Credit Suisse-ზე.
ბიძინა ივანიშვილის მხარეს ურყევი სიმართლეა და საქართველოს თავდადებისთვის მას ვერანაირი პირდაპირი თუ ირიბი სანქციებით ვერ დააშანტაჟებენ. მავანნი ცუდად იცნობენ მის უკიდურესად მომთმენ ბუნებასაც. თუმცა, ივანიშვილმა თავად უფრო მეტად იცის, რომ დარტყმების სხვა რაუნდებიც ელის არაკეთილმოსურნე გარე აქტორებისგანაც, რასაც, დარწმუნებული ვარ, ასევე უდრტვინველიად და თანმიმდევრულად მოიგერიებს,” - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი