ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი უდესიანს: 2008 წელს არ იყო გეოპოლიტიკურად ხელსაყრელი დრო? 5 დღეში კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე რომ მოაწერა ხელი ჰალსტუხიჭამიამ? რატომ მიატოვეთ ცოცხალი, დაჭრილი და გარდაცვლილი ჩვენი გმირი ჯარისკაცები?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
613 24 ივნისი 2023, 17:31
2008 წელს არ იყო გეოპოლიტიკურად ხელსაყრელი დრო? 5 დღეში კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე რომ მოაწერა ხელი ჰალსტუხიჭამიამ? რატომ მიატოვეთ ცოცხალი, დაჭრილი და გარდაცვლილი ჩვენი გმირი ჯარისკაცები? - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი უდესიანის facebook სტატუსს, სადაც უდესიანი აცხადებს, რომ „ძმებო, საქართველოს პატრიოტებო, იყავით მზად ბრძოლისთვის,უნდა დავიბრუნოთ რაც დავკარგეთ ომით,ან ეხლა ან არასდროს, ძააან ახლოსაა საქართველოს გაერთიანება!“

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი მით უფრო დასუსტდება რუსეთი, უკრაინას და საქართველოს გაუჩნდება შანსი ტერიტორიების დაბრუნების, მაგრამ ჩვენ ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გავაკეთოთ.

მისივე თქმით, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართველების სისხლი საკმარისზე მეტი დაღვარა თავად და როგორი წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს ერთად ვნახეთ.

„2008 წელს არ იყო გეოპოლიტიკურად ხელსაყრელი დრო? 5 დღეში კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე რომ მოაწერა ხელი ჰალსტუხიჭამიამ? რატომ მიატოვეთ ცოცხალი, დაჭრილი და გარდაცვლილი ჩვენი გმირი ჯარისკაცები? რატომ არ უთხარით როგორ უნდა მოქცეულიყო მშვიდობიანი მოსახლეობა და რატომ შეატოვეთ მტერს? რატომ დაკარგეთ 150-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა და ახალგორი? რატომ დააბრალეთ ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციით ქართულ ჯარს ომის დაწყება? რატომ გადაუფორმეთ რუსეთს სტრატეგიული ობიექტები? რატომ არ დაუწესეთ ორმხრივი სანქციები რუსეთს და არ მოუწოდეთ დასავლეთს სანქციების დაწესება?

დღეს მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება იმას რაც რუსეთში ხდება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი მით უფრო დასუსტდება რუსეთი, უკრაინას და საქართველოს გაუჩნდება შანსი ტერიტორიების დაბრუნების, მაგრამ ჩვენ ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გავაკეთოთ, ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარებით, დიახ, მხოლოდ მშვიდობით და განვითარებით. ახლა საქართველოსთვის კიდევ უფრო მეტად გამწვავებული უსაფრთხოების მდგომარეობის ფონზე გვმართებს გონივრული და არა ემოციური გადაწყვეტილებების მიღება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართველების სისხლი საკმარისზე მეტი დაღვარა თავად და როგორი წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს ერთად ვნახეთ!“, - წერს ბოჟაძე facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი