დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: შარი ხარ, მადამ პღეზიდანო, და ეს არის კოშმარი და კატასტროფა, „მონ ძიე“! თქვენი არ ვიცი, ვის რა შეგრძნება გაქვთ, მაგრამ ქვეყანაში რეალური „შაჰიდი“ გვყავს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
620 24 ივნისი 2023, 23:14
„ქვეყნის მთავარსარდალი იყო და იმ მომენტში, როდესაც რუსეთში განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური ფარსი თავის გარდაუვალ ფინიშს უახლოვდება, ბრიფინგზე გამოდიოდე „მე ვარ პრიგოჟინის“ მანტიით და შენთვის (ვიყოთ გულახდილები) უცხო საქართველოში ლამის საომარ მოქმედებებს აცხადებდე, უკვე საშიში ხარ! “ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები არ შეესაბამება იმ გარემოებას, რომელიც მსოფლიოშია შექმნილი, ეს კი ძალიან სამარცხვინოა.

„ამას ცალკე რომ არ დავუთმო ჩემი ძვირფასი დრო, არ გამოვა. საკუთარი ქვეყანა „გეკიდოს“ - ნუ, ხდება ხოლმე. მნიშვნელოვან საკითხებს - შეწყალების კომისიის „შტატგარეშე“ წევრი ფონ კრამონი გიწყვეტდეს, ესეც გასაგებია(?). 

ინტერნეტში მაინც არ იხედებოდე და უცნაურ „მრჩეველთა“ კოლექტივი გყავდეს, რომლებიც შენსავით ტყემალზე სხედან - ეს „ნიჩევო“, კიდევ ჯანდაბას. მაგრამ ქვეყნის მთავარსარდალი იყო და იმ მომენტში, როდესაც რუსეთში განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური ფარსი თავის გარდაუვალ ფინიშს უახლოვდება, ბრიფინგზე გამოდიოდე „მე ვარ პრიგოჟინის“ მანტიით და შენთვის (ვიყოთ გულახდილები) უცხო საქართველოში ლამის საომარ მოქმედებებს აცხადებდე - უშიშროების საბჭოს დაბარება, საზღვრების ჩაკეტვა, ვიზების დაწესება, მობილიზაციის გამოცხადება... - შენ უკვე რეალურად საშიში ხარ! შარი ხარ, მადამ პღეზიდანო, და ეს არის კოშმარი და კატასტროფა, „მონ ძიე“! თქვენი არ ვიცი, ვის რა შეგრძნება გაქვთ, მაგრამ ქვეყანაში რეალური „შაჰიდი“ გვყავს!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი