დავით ქართველიშვილი: საქართველოს არა „დეოლიგარქიზაციაზე“, არამედ „დეოლიგოფრენიზაციაზე“ აქვს მისაღები კანონი რომელსაც რაც გინდა, უწოდონ, მაგრამ „რუსული“ ნამდვილად ვეღარ იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
564 25 ივნისი 2023, 16:39
„შექმნა ილუზია, რომ მიისწრაფვიან მოსკოვისაკენ, პუტინის „აყირავების“ მიზნით. პრიგოჟინ-პუტინის ამ „ვირეშმაკობას“ მხურვალე ტაშს უკრავდა ყველა - კიევი, ვაშინგტონი, ბრიუსელი და ქართველი სექტანტები“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, პრიგოჟინ-პუტინის გათამაშებულ დაპირისპირებას კიევის, ვაშინგტონის, ბრიუსელისა და ქართველი სექტანტების რეაქციებმა მეტი დამაჯერებლობა შესძინა.

„საქართველოს არა „დეოლიგარქიზაციაზე“, არამედ „დეოლიგოფრენიზაციაზე“ აქვს მისაღები კანონი. ოღონდ „ვენეციაში“ არ უნდა გადაიგზავნოს. დიდი ალბათობით, ეს კანონი მათაც ეხება. ახლა რა მოხდა:

 „გალავარეზებით“ დაკომპლექტებული 40 ათასიანი ელიტარული საჯარისო ფორმირების დისლოკაციის ადგილი მდებარეობდა კიევიდან მნიშვნელოვნად დაშორებულ მანძილზე. კიევამდე მათ აშორებდა უკრაინული სამხედრო ფორტიფიკაციებით და შეიარაღებული ძალებით გადატენილი ტერიტორია.

ამ დროს დასავლეთის სრული მხარდაჭერით, ჩვენი ნაც-ოლიგოფრენების ზეიმის ფონზე, „ვაგნერზე“ დასაწესებელი სანქციების დღის წესრიგიდან ამოღების პარალელურად სულ რამდენიმე საათში „ვაგნერმა“ შექმნა ილუზია, რომ მიისწრაფვიან მოსკოვისაკენ, პუტინის „აყირავების“ მიზნით. სრული დამაჯერებლობისთვის დედაქალაქიდან „სპეცბორტით“ გააქრეს პრეზიდენტიც. მაგრამ, „მოსკოვამდე“ ვერ მისულ „ვაგნერს“ გზაში დააწიეს „ბედნიერი ამბავი“: ლუკაშენკომ გადააფიქრებინა პრიგოჟინს ამბოხი, პუტინმა აპატია მას და კბილებამდე შეიარაღებულმა ძალებმა გადაუხვიეს ბელარუსში. ამჟამად ეს მონსტრი განლაგებულია კიევთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან საკმაოდ მცირე (3 საათის სავალ) მანძილზე. 

მანამდე კი ბელარუსში შეიტანეს ტაქტიკური ბირთვული იარაღი და მისი დასავლეთის სამიზნეში აყვანა ახლა უკვე „ცოტა“ გაჭირდება. პრიგოჟინ-პუტინის ამ „ვირეშმაკობას“ მხურვალე ტაშს უკრავდა ყველა - კიევი, ვაშინგტონი, ბრიუსელი და ქართველი სექტანტები. ვინც ამ სიგიჟეს ტაშს არ უკრავდა, ტრადიციულად „პუტინის ხელისუფლება“ და „რუსული პროექტი“ ვყოფილვართ.

ერთ დღეში რუსეთის ამ სპეცოპერაციის მხარდამჭერი იყო ჩვენი მეხუთე კოლონის უკლებლივ ყველა წევრი ხუხაშვილით დაწყებული, სალომე ზურაბიშვილით დამთავრებული. ქართულ მდიდარ ენაში არც კი ვიცი, რა ეპითეტები შევურჩიო ამ ჰომო საპიენსებს (?). ამიტომ დავიწყე „დეოლიგოფრენიზაციის“ კანონის საჭიროებით, რომელსაც რაც გინდა, უწოდონ, მაგრამ „რუსული“ ნამდვილად ვეღარ იქნება“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი