ბაჩო ოდიშარია - ჩემთვის გასაგები იქნებოდა, თუ მეტყოდნენ, რაში მდგომარეობს უკმაყოფილება. პარასკევს გამართულ შეხვედრაზე,  სადაც იყვნენ პროტესტის  მხარის წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ ვკითხე, პასუხი ვერ მივიღე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
570 26 ივნისი 2023, 13:05
ის, რომ რაღაც ტიპის უკმაყოფილება არსებობს, ჩემთვის გასაგები იქნებოდა, თუ მეტყოდნენ, რაში მდგომარეობს ეს უკმაყოფილება. პარასკევს გამართულ შეხვედრაზე,  სადაც იყო მინისტრი, დარგის წარმომადგენლები და იყვნენ პროტესტის  მხარის წარმომადგენლები - ნანა ჯორჯაძე და ნანა ჯანელიძე,  მათგანაც ვერ მოვისმინე. მიუხედავად იმისა, რომ ვკითხე, პასუხი ვერ მივიღე - ამის შესახებ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბაჩო ოდიშარიამ POSTV-ის ეთერში განაცხადა. 

როგორც ბაჩო ოდიშარიამ აღნიშნა, ოპოზიციურ მედიაში იქმნება კადრი, რომ ქართული კინო ცენზურდება, კვდება, რეორგანიზაცია კინოცენტრის დახურვას ემსახურება  და მსგავსი აბსურდული განცხადებები.

მისივე თქმით, პროტესტის მონაწილეებს მოთხოვნა არ გაუჟღერებიათ გარდა იმისა, რომ შეჩერდეს რეორგანიზაცია.

„ისეთი ადამიანი, ვისთანაც  ვისაუბრე, არ მოწონს და რაიმე ტიპის პრეტენზია გააჩნია, არის მხოლოდ ერთი.  პროტესტის დროს გარეთ ვინც აკაკუნებს და სასტვენებში სტვენს, მათ შორის არის ორი ადამიანი, ვინც კინოცენტრის თანამშრომელია, უბრალოდ ისინი არ შემოდიან  შიგნით და კამერების წინ მარტივ ტყუილს ამბობენ, რომ ჩვენ არ გვიშვებენ ჩვენს სამუშაო სივრცეში. მათთვის არავის აუკრძალავს კინოცენტრში შემოსვლა, მათ უბრალოდ არ უცდიათ  შემოსვლა, იმიტომ, რომ ისინი გარეთ არიან დაკავებული ხმაურის შექმნით. მოდიან ადამიანები ტელეკამერებთან ერთად, რომლებიც ვერ მივხვდი რას  ითხოვენ, მოთხოვნა არ გაუჟღერებიათ გარდა იმისა, რომ შეჩერდეს რეორგანიზაცია. ვერც პარასკევს გამართულ შეხვედრაზე,  სადაც იყო მინისტრი, დარგის წარმომადგენლები და იყვნენ პროტესტის  მხარის წარმომადგენლები - ნანა ჯორჯაძე და ნანა ჯანელიძე,  მათგანაც ვერ მოვისმინე, მიუხედავად იმისა, რომ ვკითხე, პასუხი ვერ მივიღე. შესაბამისად, ის, რომ რაღაც ტიპის უკმაყოფილება არსებობს, ჩემთვის გასაგები იქნებოდა, თუ მეტყოდნენ, რაში მდგომარეობს ეს უკმაყოფილება. ამ მომენტისთვის ვხედავ, რომ ოპოზიციურ მედიაში იქმნება კადრი, რომ ქართული კინო ცენზურდება, კვდება, კინოცენტრის დახურვას ემსახურება რეორგანიზაცია და მსგავსი აბსურდული განცხადებები. ამაზე რომ სერიოზულ მსჯელობაში შევიდე, პირველ რიგში არ მინდა, ამ დონის უპატივცემულობა გამოვხატო დარგის წარმომადგენლების მიმართ და მეორე - ჩემს თავს არ მინდა მსგავსი უპატივცემულობა ვაკადრო, რომ სერიოზულად ვისაუბრო იმაზე, იგეგმება თუ არა კინოცენტრის დახურვა. სიგიჟეა ეს“,  - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი