თამთა მეგრელიშვილი: დენდროლოგიური პარკი უნიკალურია წარმოდგენილი ფლორითა და ფაუნით და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რომელიც საკუთარ თავზე ისევ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა აიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
475 27 ივნისი 2023, 15:39

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი დენდროლოგიური პარკის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის მფლობელობაში გადასვლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, ბიძინა ივანიშვილის ხალხისადმი საჩუქარია და პარკი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უფასოდ დაათვალიეროს, მისი მოვლა პატრონობა კი ბიძინა ივანიშვილის პირადი ხარჯია და სახელმწიფოს მძიმე ტვირთად არ აწევს.

მისივე თქმით, დესტრუქციულთათვის, არც გაკეთება უკითხავს არავის და არც ჩუქება/ გაჩუქებაა მათი საქმე. სპეკულაციებს სჯობს ჩავიდნენ ადგილზე და დატკბნენ ამ დიდი სიმდიდრით.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას მთელი სრულყოფილებით წარმოგვიდგენს.

18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა გადმორგული.

კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება;

დარჩენილი 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასწოლოვანი მცენარეა წარმოდგენილი.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონისთვის განხორციელებული კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტია.

მანამდე იყო ციცინათელების პარკი, მინიატურების პარკი, მუსიკოსების პარკი, ბლექ სი არენა, სასტუმრო პარაგრაფი და ახლა უკვე დენდროლოგიური პარკი - ეს ყველაფერი ერთად მთელ ქვეყანას, განსაკუთრებით კი გურიის რეგიონს, უფრო მეტად მიმზიდველს ხდის.

დიახ, დენდროლოგიური პარკი უნიკალურია წარმოდგენილი ფლორითა და ფაუნით და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რომელიც საკუთარ თავზე ისევ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა აიღო.

ამ უნიკალური პარკის შექმნიდან დღემდე, პარკი დამთვალიერებელთათვის უფასოა და ასე დარჩება.

ოპოზიციურ სპექტრში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ

დენდროლოგიურ პარკს ბერა ივანიშვილი დედას ჩუქნისო.

დესტრუქციულნი, არც გაკეთება უკითხავს თქვენთვის არავის და არც ჩუქება/ გაჩუქებაა თქვენი საქმე.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი უნიკალურია და ამ სიკეთით სარგებლობა ყველას შეუძლია, მათ შორის თქვენც, ვინც ამ უნიკალური პარკის მშენებლობას თავგამოდებით აპროტესტებდით.

მიბრძანდით, დაათვალიერეთ, დატკბით და უხერხული სპეკულაციებისთვის ნაკლები დრო დაგრჩებათ.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში და ეს უნიკალური პროექტი ბიძინა ივანიშვილის ხალხისადმი საჩუქარია, დიახ, საჩუქარია რადგან პარკი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უფასოდ დაათვალიეროს, მისი მოვლა პატრონობა კი ბიძინა ივანიშვილის პირადი ხარჯია და სახელმწიფოს მძიმე ტვირთად არ აწევს.

მორჩით სპეკულაციებს და ამ დიდი სიმდიდრით, ჩაბრძანდით და ადგილზე დატკბით.“ – წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი