ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: დენდროლოგიური პარკის დათვალიერება უფასოა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა საკუთარ თავზე აიღო მოვლა-პატრონობა და იცით, რა ჯდება ასეთი დონის პარკის შენახვა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
552 27 ივნისი 2023, 16:03
„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, დენდროლოგიური პარკის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის მფლობელობაში გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ გამოთქვამენ უკმაყოფილებას ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინაიდან სწორედ ისინი აპროტესტებდნენ „ბლექ სი არენას“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელმწიფოსთვის გადაცემას. ქადაგიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მსგავსი დონის პარკის შენახვა და მოვლა-პატრონობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა, ამის მიუხედავად, დენდროლოგიური პარკის მონახულება უფასოა. „ბიჭოო, ბიჭოოო... ამიტომაც არიან "პლინტუს" დაბლა ეს საცოდავი ოპოზიცია და ჯიბის მედია, არა და პიტალოები ხართო,რომ უთხრა ეწყინებათ... ბიძინა ივანიშვილმა "ბლექ სი არენა" ააშენა, გაარემონტა, სახელმწიფოს გადასცა და ამ უდღეურებმა ისტერია მოაწყვეს, ბიუჯეტს დააწვა დარბაზის შენახვაო... მერე იყო, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მილიარდიანი ბიუჯეტისა და ულტრა-თანამედროვე სტანდარტების, სასწავლო დაწესებულება,რომელიც ივანიშვილების ოჯახმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, ამაზეც ბაგქანალია ატეხეს... ახლაა და დენდროლოგიურ პარკს,რატომ არ აძლევს სახელმწიფოსო?! -თქვე იმბეცილებო! შესვლა,დასვენება,დათვალიერება უფასოა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა საკუთარ თავზე აიღო მოვლა-პატრონობა და იცით რა ჯდება ასეთი დონის პარკის შენახვა თუ დაგითვლიათ? თუმცა თვლა, მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები თქვენთან რა მოსატანია? შავ-ნოდარა,რომ ჟურნალისტობის მეტრია, რა გასაკვირია მათემატიკა არ იცოდეთ... P.S. ვააჰ, პიტალოების დოღია ქვეყანაში...“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი