ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ოღონდ პოზიტიური დღის წესრიგი გააშავონ, ოღონდ გვამებზე ინადირონ, ოღონდ საზოგადოება დაზაფრონ და გააგიჟონ, საკუთარ მამიდებსაც კი გაყიდიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
509 27 ივნისი 2023, 19:56
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერი მედიების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებს ეხმიანება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, რადიკალური ოპოზიცია მოწადინებულია, რომ პოზიტიური დღის წესრიგი უარყოფითით შეცვალონ.
„ტელევიზიად წოდებული „ჯიბის“ მედიები, ოპოზიციად შერაცხილი „მარიონეტები“, სამოქალაქო მანქურთები და ათასი რჯულის მავნებელი იუწყება, რომ ტურისტულ სეზონს ჩავარდნა უწერია: „ევროპიდან ჯავშნებს აუქმებენ“; „შავი ზღვა მოწამლულია“; „მიშა მოკვდა“; „პრიგოჟინმა მოსკოვი აიღო“; „კრამონი საქართველოს მეგობარია“... მოკლედ, ჭუჭყი, ჭლექი, ტალახი, ძონძი - ანარქისტი ანანიას მონოლოგიდანაა, თუმცა თუ ვინმეს გგონიათ, ანანიას პერსონაჟზე უკეთესი აზროვნება აქვთ ჩვენ საცოდავ ექსტრემისტებს, ძალიან ცდება! ოღონდ პოზიტიური დღის წესრიგი გააშავონ, ოღონდ გვამებზე ინადირონ, ოღონდ საზოგადოება დაზაფრონ და გააგიჟონ, საკუთარ მამიდებსაც კი გაყიდიან... სინამდვილეში, არც აჭარის სანაპიროა მოწამლული, არც ჯავშნებს აუქმებენ და არც ტურისტული სეზონი ჩავარდება, მაქსიმუმ, სააკაშვილი ჩაგივარდეთ „ფეიკ“ კრუნჩხვებში და გვარამიამ ჩამოაგდოს ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან.“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი