ეს პოსტი ეძღვნება პრიგოჟინის მაქებრებს - დიმიტრი სამხარაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
637 27 ივნისი 2023, 22:08

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე კერძო სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებს ვაგნერის ჯგუფს, რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ დაქირავებულ სტრუქტურას, რომელიც მონაწილეობს სამხედრო კონფლიქტებში აფრიკაში, სირიაში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში.

მისივე თქმით, პრიგოჟინი აკონტროლებს კომპანიებს, რომლებსაც ბრალი ედებათ 2016 და 2018 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევაში:

„ეს პოსტი ეძღვნება, ამერიკული კანონის რუსულად შესაღებულებს, ოფიციალურად პუტინის პარტიის ოპოზიციაში მყოფ გავრილოვზე აღშფოთებულებს და პრიგოჟინის მაქებრებს. დატკბით თქვენი სუფლიორი ოპოზიციის რჩეულის ბიოგრაფიით. თითქოს ევროპელ-ამერიკელები რომ ხართ და ვაგნერს ლექსებს უწერდით, Go Go Zhenia.

ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებს ვაგნერის ჯგუფს, რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ დაქირავებულ სტრუქტურას, რომელიც მონაწილეობს სამხედრო კონფლიქტებში აფრიკაში, სირიაში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში.

ასევე, კომპანიებს, რომლებსაც ბრალი ედებათ 2016 და 2018 წლებში აშშ-ს არჩევნებში ჩარევაში. პრიგოჟინის ოპერაციები მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და ГРУ-სთან. რუსეთში კომპანია „კონკორდი“ ეწეოდა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების კვებას, რისი წყალობითაც მან მიიღო მეტსახელი „პუტინის მზარეული“ მედიაში. გამოცემა „ბიზნეს-პეტერბურგის“ მონაცემებით 2019 წელს „მილიარდერთა რეიტინგში“ პრიგოჟინი 72-ე ადგილს იკავებდა, 14,6 მილიარდი რუბლით. 2016 წლიდან ის ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ იმყოფება, 2020 წლიდან - ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ, 2022 წლიდან - ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის და იაპონიის. 2022 წლის ივლისში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა 10 მილიონი დოლარის ჯილდო პრიგოჟინის შესახებ ინფორმაციისთვის, რომელიც დაკავშირებულია შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩარევასთან.

პრიგოჟინმა და ვაგნერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. 2022 წელს, პრიგოჟინი პირადად ეწვია რუსეთის კოლონიებს, რათა პატიმრები ჩაერთო ომში. 2023 წლის მაისში პრიგოჟინმა გამოაცხადა ბახმუტის (უკრაინა) აღება, მისი დაქირავებული ჯარისკაცების მიერ, ასევე აქტიურად მონაწილეობდა ბუჩაში, მარიუპოლში და სოლედარში მშვიდობიანი მოსახლეობის წამება/ლიკვიდაციაში. ВЧК ნაციონალი „ვაგნერელები“ მომიკითხეთ. Go Go Zhenia,“ - წერს დიმიტრი სამხარაძე ფეისბუკზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი