დავით ქართველიშვილი: პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიცია დაეცა უკბილო ხულიგნების დონემდე, რომლის დეგრადირებული მდგომარეობის სახეს დღეს დეპუტატი წითლიძე წარმოადგენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
660 30 ივნისი 2023, 14:36
„ვისაც ჰგონია, რომ ოპოზიციის ასეთი დეგრადაცია, თუ „ხელისუფლების აყირავების“  წარუმატებლობა, „თავისით“ მოდის, ხელისუფლების თუ მისი სპეციალური სამსახურების გარეშე, მათ მოსაზრებებს ნამდვილად ვერ გავიზიარებ“, - ამის შესახებ წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც სოციალური ქსელში პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გამოეხმაურა. 

როგორც ქართველშვილი აღნიშნავს, ეროვნული პრინციპების სადარაჯოზე მყოფი პრემიერი საზოგადოებას ჩართულობას ამ ბრძოლაში  დამატებით მოტივაციას აძლევს. 



„ყველაზე „პოპულარულ“ და ჩემთვის გაუგებარ პოზიციას: „რას აკეთებს მთავრობა", პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ამომწურავი პასუხი გასცა. მე შევეხები მხოლოდ ერთს, ჩემთვის ძირითად ასპექტს. ჩემთვის მთავარი იყო ის შეფასება, რომელზეც პირდაპირ თუ მინიშნებით ვსაუბრობდით ბოლო ერთი თვის განმავლობაში: "ხელისუფლების აყირავების" ვერც ერთი (!) მცდელობა ოპოზიციის მხრიდან წარმატებით ვერ განვითარდა - ყველაფერმა "ჩაილურის წყალი დალია". პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიცია დაეცა უკბილო ხულიგნების დონემდე, რომლის დეგრადირებული მდგომარეობის სახეს დღეს დეპუტატი წითლიძე წარმოადგენს. ვისაც ჰგონია, რომ ოპოზიციის ასეთი დეგრადაცია, თუ "ხელისუფლების აყირავების" წარუმატებლობა, "თავისით" მოდის, ხელისუფლების თუ მისი სპეციალური სამსახურების გარეშე, მათ მოსაზრებებს ნამდვილად ვერ გავიზიარებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის ნორმალური საზოგადოების მტკიცედ დგომა და თავდადებისთვის მზაობა - ასევე წარმოადგენს "გლობალური ომის პარტიისა" და მისი ადგილობრივი მარიონეტების წარუმატებლობაში მნიშვნელოვან ფაქტორს. როდესაც ამ ბრძოლას წინ უძღვება ეროვნული პრინციპებისა და საბაზისო ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე მყოფი პრემიერი, საზოგადოების ჩართულობას ამ ბრძოლაში დამატებითი მოტივაცია ეძლევა“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი