დავით ქართველიშვილი: საქართველოში „მაიდანი“ გადაიდო, თუმცა წინასწარ დაგეგმილი გასტროლი - არა - Ляпис Трубецкой-ის კონცერტი, იმედია, პროვოკაციების გარეშე ჩაივლის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
518 02 ივლისი 2023, 17:07
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში პოპულარული ერთ-ერთი პანკ-როკ ჯგუფის შესახებ წერს, რომელიც საქართველოში კონცერტს აპირებს. 

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ჯგუფი რადიკალური პროცესების მხარდამჭერია და იმედია, კონცერტი პროვოკაციების გარეშე ჩაივლის. 

„ჩვენ საკმაოდ სიღრმისეულად განვიხილეთ მარტის აქციების მსვლელობა და მათი წარუმატებელი „მაიდანიზაციის“ მცდელობა. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ხნით ადრე ხდება ამა თუ იმ ცნობილ და რეიტინგულ როკ-ჯგუფებთან გასტროლების შეთანხმება, მაგრამ მესმის, რომ ამ პროცესს თვეები სჭირდება.
ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ მარტში „მაიდანი“ მაინც აგორებულიყო - რა სიმბოლური მუსიკალური „გვირგვინი“ დაამშვენებდა ან მის მიმდინარეობას, ან წარმატებულ დასასრულს: რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პანკ-როკ ჯგუფ Ляпис Трубецкой-ს სახით.
ეს ჯგუფი და მისი ფრონტმენი (Сергей Михалок) ცნობილია, როგორც 2014 წლის უკრაინული შემდგარი და 2020 წლის ბელარუსის ვერშემდგარი „მაიდანების“ აქტიური მხარდამჭერი, რომლის ჰიტი (Воины Света) კიეველი და მინსკელი პროტესტანტების ჰიმნად გადაიქცა. 
საქართველოში „მაიდანი“ გადაიდო, თუმცა წინასწარ დაგეგმილი გასტროლი - არა. Ляпис Трубецкой-ის კონცერტი შედგება 30 ივლისს. მე მინდა დიდი იმედი გამოვთქვა, რომ მუსიკალური შინაარსის მიღმა, ეს შოუ არ მიიღებს პროვოკაციულ ელფერს. დარწმუნებული ვარ, კონცერტს გარანტირებული ექნება ანშლაგი, თუნდაც „ფრანკლინელების“ ხარჯზე. 
მართალია, „შემთხვევითი დამთხვევების“ არ მჯერა, მაგრამ გულწრფელად ვიტოვებ იმედს, რომ ვცდები...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
არქივი